სფეის ბარათი

შეუკვეთე სფეისის ვიზა ბარათი

  • 10 ლარად
  • მოგიტანთ მთელს საქართველოში, ნებისმიერ ადგილას
  • არ გადაიხდი ბარათის მომსახურების საკომისიოებს

მოიგე ფული

სფეის ბარათი არის სადებეტო ვიზა ბარათი, რომელსაც უკვეთავ პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და მოგვაქვს იქ, სადაც გვეტყვი, მთელს საქართველოში. ასევე, შეგიძლია გაიაქტიურო სფეისის ციფრული ბარათები, რამდენიმე წუთში, სრულიად უფასოდ. თუ ხარ 18-22 წლის, სფეის ლარის ციფრული ბარათით ყოველი გადახდისას, სფეის თამაშში გერიცხება ვარსკვლავები, რომლითაც ყოველ 2 კვირაში, შეგიძლია მოიგო 1000₾-მდე თანხა, ფიზიკური საჩუქრები და ვაუჩერები მეგობარი ბრენდებისგან.

მიიღე ბარათი სახლიდან გაუსვლელად

დაივიწყე ბარათის ასაღებად რიგში დგომის დამღლელი პროცესი. სფეის ბარათს ჩვენი პილოტები, ნებისმიერ ადგილას, მთელს საქართველოში მოგიტანენ: თბილისში 2-3, ხოლო რეგიონებში 3-5 სამუშაო დღეში.

სფეის ბარათით თავს აარიდებ ზედმეტ ხარჯებს და დასაჩუქრდები ფულით მისი აქტიურად გამოყენებისთვის. სფეისში ხშირად გვაქვს შეთავაზებებიც, თვალი ადევნე ჩვენს სიახლეებს!

რა უნდა იცოდე?

რა უნდა იცოდე სფეის ბარათზე?

გადმოიტანე ფული სფეის ბარათზე
სფეის ბარათზე ფულის შეტანა შეგიძლია, ბარათებს შორის გადარიცხვის ფუნქციით, სფეისის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვით, ან თიბისი ფეისა და ოპპას აპარატებით.
გადმოიტანე ხელფასი სფეის ბარათზე ავტომატურად
უბრალოდ გვითხარი, რომელი ბანკის ბარათიდან, როდის და რამდენის გადმოტანა გსურს სფეის ბარათზე და ჩვენ ამ ტრანზაქციას ყოველთვიურად შევასრულებთ.
გამოიყენე სფეის ბარათი ყველგან
სფეის ბარათს გამოიყენებ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ: ნებისმიერი კომერციული ბანკის ბანკომატში, ნებისმიერ სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ან ელექტრონულ კომერციაში, გარდა აზარტული თამაშების უცხოური საიტებისა.
გაანაღდე ფული უფასოდ
სფეის ბარათით თიბისის, ვითიბის, ხალიკ და ბაზის ბანკის ბანკომატებში უფასოდ გაანაღდებ ფულს.
მართე სხვადასხვა ბანკის ბარათი ერთ სივრცეში
სფეისში ნებისმიერი ბანკის ბარათს რამდენიმე წუთში დაამატებ - არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ბანკის ბარათით სარგებლობ, ყველა ერთნაირად მისაღებია.
გადარიცხე ფული ნებისმიერი ბანკის ბარათზე მყისიერად, 24/7-ზე
სხვადასხვა ბანკს შორის გაჭედილი ფულის ლოდინი აღარ მოგიწევს. სფეის ბარათიდან ნებისმიერი სხვა ბანკის ბარათზე გადარიცხვისას თანხა მომენტალურად, 24/7-ზე აისახება. ასევე, სხვადასხვა ფინანსურ ოპერაციასაც მიბმული ბარათებიდან ნებისმიერით შეასრულებ.
დაბლოკე და განბლოკე ბარათი აპლიკაციიდან
ერთ დღესაც, შენი სფეის ბარათი თუ ვეღარ იპოვე, ეგეც არ არის პრობლემა. გამოიჩინე სიფრთხილე, არ დაკარგო ზედმეტი დრო და პირდაპირ აპლიკაციიდან, რამდენიმე წამში დაბლოკე ბარათი. თუ აღმოჩნდება, რომ ყველაფერი რიგზეა და ბარათსაც იპოვი, მისი განბლოკვა ასევე აპლიკაციიდან, წამებში შეგიძლია.

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.