ყველაზე მოქნილი ყულაბა

ფულის დაგროვების მარტივი მეთოდი

  • შეიტანე და გამოიტანე ფული, როცა გინდა
  • მიიღე ყველაზე მაღალი წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 7.76%
  • ჩართე ავტომატური დაგროვების წესები

    მიიღე აპლიკაციის გადმოსაწერი ბმული სმს-ით

    მართე ფული თავისუფლად, 24/7-ზე

    სფეის ყულაბა იგივე ანაბარია, რომელიც ფულის დაგროვებისას სრულ თავისუფლებას გაძლევს. ყულაბიდან ნებისმიერ დროს შეგიძლია, შეიტანო და გამოიტანო ფული, ყოველგვარი საკომისიოს დარიცხვისა და სარგებლის ცვლილების გარეშე.

    გაითვალისწინე, სფეის ყულაბას არ აქვს არც მინიმალური შენატანი და არც განსაზღვრული ვადები.
    ამ ტიპის დეპოზიტებში, სადაც ფულის შეტანა-გამოტანაში თავისუფალი ხარ, სფეის ყულაბას ყველაზე მაღალი 7.5%-იანი სარგებელი ერიცხება. გაითვალისწინე, დარიცხულ სარგებელს ყოველთვიურად მიიღებ. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 7.76%-ია.

    მიაღწიე მიზნებს სფეისთან ერთად

    სფეისში შეგიძლია შენთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე მიზნის სახელობის 5-მდე ყულაბა გახსნა ერთდროულად, სადაც ფული ისე დაგიგროვდება, ვერც კი გაიგებ. მიუთითე დასაგროვებელი თანხა წინასწარ და თვალი ადევნე ყულაბის შევსების პროცესს.

    არანაირი საკომისიო

    სფეის ყულაბას თანხის გატანის საკომისიო არ აქვს. შეგიძლია, ნებისმიერ დროს გაიტანო თანხა სფეის ანგარიშზე ისე, რომ არც საკომისიო დაგერიცხება და არც ყოველწლიური საპროცენტო განაკვეთი შეიცვლება.

    გაითვალისწინე, სფეის ყულაბას არც გახსნის და არც მომსახურების საკომისიო აქვს

    ჩართე ავტომატური დაგროვების წესები

    ყოველ გადახდაზე ფიქსირებული თანხა ჩაირიცხება შენს ყულაბაში

    სფეის ბარათით ყოველი გადახდისას, შენ მიერ არჩეული თანხა (50 თეთრი, 1 ლარი, 2 ლარი ა.შ.) პირდაპირ ყულაბაში გადაიყრება.

    1

    ყოველ გადახდაზე თანხა დამრგვალდება და ნაშთი ჩაირიცხება ყულაბაში

    მაგალითად, თუ ლანჩი 11,60 ლარი დაგიჯდება და დაგროვების ეს ფუნქცია გექნება არჩეული, სფეისი თანხას ზედა მთელ რიცხვამდე, ანუ 12-მდე დაგიმრგვალებს და ნაშთს 40 თეთრს ყულაბაში შეგინახავს. ამ ფუნქციის გაორმაგება, გასამმაგება და კიდევ უფრო გამრავლებაც შეგიძლია. შესაბამისად, 2X, 3X, 4X ან 5X ფუნქციის ჩართვით, ფულს კიდევ უფრო სწრაფად დააგროვებ.

    2

    სასურველ რიცხვში ფიქსირებული თანხა ჩაირიცხება ყულაბაში

    ამ შემთხვევაში, უბრალოდ ირჩევ თარიღს და თანხას, რომელიც კვირაში ან თვეში ერთხელ ავტომატურად ჩამოგეჭრება სფეის ბარათიდან ან აპლიკაციაში მიბმული ნემისმიერი სხვა ბარათიდან და გადაირიცხება შენს ყულაბაში.

    3

    რა უნდა იცოდე?

    ჯერჯერობით სფეის ყულაბაში ფულის დაგროვება შეგიძლია მხოლოდ ლარში. 2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 15,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    მიიღე ბარათი სრულიად უფასოდ, ნებისმიერ ადგილას.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.