სფეის ბარათი

სფეის თამაშში ცოტა ცვლილება და მეტი ვარსკვლავი გვაქვს!

2022 წლის სექტემბრიდან სფეის თამაში განვაახლეთ და დროებით, მხოლოდ 18-22 წლის სფეისელებს დაეთმობათ 👀 გაიგე რატომ 👉 რატომ დავუთმეთ სფეის თამაში 18-22 წლის სფეისელებს?

 

ხომ გახსოვს, სფეისში ყოველკვირეულად სფეის თამაშს რომ ვთამაშობთ? ვავლენთ გამარჯვებულებს და ერთგულ სფეისელებს ფულით ვაჯილდოვებთ.

დროებით ყოველდღიურობა შეგვეცვალა, და სხვა პროდუქტებთან ერთად უკვე სფეის თამაშიც მოვარგეთ ახალ რეალობას. დღეისათვის აქტუალურ სერვისებზე: ონლაინ შოპინგზე 3-ჯერ და კომუნალურების გადახდაზე 5-ჯერ მეტ ვარსკვლავს დააგროვებ.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, როგორ უნდა მოიგო ყოველ პარასკევს 5-დან 150 ლარამდე.

წესები მარტივია!

იხდი სფეის ბარათით ან ასრულებ სხვა მისიებს. შედეგად, გერიცხება ვარსკვლავები. მაგალითად, სფეის ბარათით კომუნალურების გადახდისას 1 ლარზე 100 ვარსკვლავს მიიღებ. თუ კვირის ბოლოს დაგროვილი ვარსკვლავებით 300 ლიდერს შორის მოხვდი, თანხა გარანტირებულად შენია. გაითვალისწინე, ვინც კვირის მანძილზე ყველაზე მეტად იაქტიურებს, მეტ ვარსკვლავს დააგროვებს და შესაბამისად, რეიტინგშიც ზემოთ გადაინაცვლებს, ყველაზე მეტ თანხასაც ის მოიგებს. მოგებული თანხა მაქსიმუმ 150 ლარი და მინიმუმ 5 ლარია.

როგორ დააგროვებ ვარსკვლავებს?

1. გადაიხადე სფეის ბარათით ელექტრონულად (30 ვარსკვლავი)

რადგან ონლაინ შოპინგი დღეს, განსაკუთრებით აქტუალურია, ელექტორნულად სფეის ბარათით მინიმუმ 5 ლარის გადახდისას დარიცხული ვარსვლავების რაოდენობა გავზარდეთ. ყოველ 1 ლარზე, 10-ის ნაცვლად 30 ვარსკვლავს მიიღებ. ანუ, თუ გადაიხდი 50 ლარს, 1500 ვარსკვლავი დაგერიცხება.

2. დაფარე კომუნალურები სფეის ბარათით (100 ვარსკვლავი)

სფეის ბარათით გადაიხადე კომუნალურები და სხვა სერვისები (მაგ. ინტერნეტის, უნივერსიტეტის, პარკირება, Usa2Georgia და სხვა), სანაცვლოდ კი თითო ლარზე 100 ვარსკვლავი დაგერიცხება. თუ გაიხდი 20 ლარს, 2000 ვარსკვლავს მიიღებ. გაითვალისწინე, TBC pay-ს, ბანკების, მიკრო-საფინანსოებისა და კაზინოების სერვისებში ვარსკვლავები არ ირიცხება.

3. შეავსე მობილური ბალანსი სფეის ბარათით (20 ვარსკვლავი)

თუ სფეის ბარათით შეავსებ მობილურ ბალანსს, თითო ლარზე 20 ვარსკვლავი მომენტალურად შენია.

4. გადაიხადე სფეის ბარათით ტერმინალზე (10 ვარსკვლავი)

იხდი მინიმუმ 5 ლარს და თითო ლარზე 10 ვარსკვლავი გერიცხება..

5. შეუკვეთე სფეის სტიკერი (100 ვარსკვლავი)

სფეის სტიკერის შეკვეთისას, ერთჯერადად დაგერიცხება 100 ვარსკვლავი.

6. გადაიხადე სფეის სტიკერით (20 ვარსკვლავი)

თუ სფეის სტიკერით იხდი ტერმინალზე, ქულები ორმაგდება და თითო ლარზე 20 ვარსკვლავს მიიღებ.

7. ითამაშე სფეის ბურთი (10 ვარსკვლავი)

ითამაშე სფეის ბურთი ნებისმიერ დროს და საკუთარი კვირის რეკორდის გაუმჯობესებისას, ყოველ დამატებით გადალახულ ტურზე 10 ვარსკვლავს მიიღებ. სფეის ბურთის ჩასართავად აპლიკაციის მთავარ გვერდზე პლუს და მინუს ნიშნებს ერთდროულად უნდა დააჭირო. აბა შენ იცი, იქნებ სფეისის საერთო რეკორდიც კი მოხსნა.

8. მოიწვიე მეგობარი (1000 ვარსკვლავი)

თუ ფიქრობ, რომ სფეისის შეთავაზებები შენი მეგობრებისთვისაც სასარგებლო იქნება, მაშინ მოიწვიე ისინი და თითო დარეგისტრირებულ მეგობარზე 1000 ვარსკვლავი დაგერიცხება. ვინ იცის, იქნება ამასობაში რეიტინგის სათავეშიც კი მოექცე.

სფეისელები სფეის თამაშზე

ჩვენთან ყოველი პარასკევი დღე ასე სრულდება, გამარჯვებული სფეისელების ემოციების გაზიარებით. იმედი გვაქვს, რომ შემდეგ კვირაში მათ შორის შენც იქნები!

წარმატებები!

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.