მომხმარებლის დაცვა

მომხმარებლის დაცვა

ბანკის მხრიდან ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის დარღვევის, ან მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ პრეტენზია სატელეფონო წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

  • პრეტენზიის საატელეფონო არხით დასაფიქსირებლად, დაგვიკავშირდით Space-ის კონტაქტ ცენტრში, ნომერზე: +995 32 2 711711
  • ელექტორნული არხით პრეტენზიის დასაფიქსირებლად მოგვწერეთ hey@spacebank.ge ან დააფიქსირეთ სფეის ბანკის ვებ გვერდიდან.
  • პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ფორმის შევსებით, თიბისის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში.

პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მომხმარებელს ეცნობება წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით (სატელეფონო, ელექტრონული და სხვა.).თქვენთან შეთანხმებით ან პრეტენზიის დაფიქსირების არხის იდენტურად;

დაფიქსირებულ განაცხადს განიხილავს სფეისის მომხმარებელზე ზრუნვის გუნდი;

  • პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება განმცხადებლის მომართვისა და საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის იდენტიფიკაციიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადისა.
  • საგადახდო მომსახურების შესახებ დაფიქსირებული საჩივრის /პრეტენზიის განხილვის ვადა განისაზღვრება საჩივრის /პრეტენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა (ხოლო განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, არა უგვიანეს 55 სამუშაო დღისა).
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში დაფიქსირებული განცხადების/პრეტენზიის განხილვის ვადა განისაზღვრება საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

პრეტენზიის განხილვის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: +995 32 2 711 711

“საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს, ბანკის წინააღმდეგ საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას (შემდგომში „კომისია“), საქართველოს კანონმდებლობით/წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში ბანკის მიერ საჩივრის მომხმარებლის სასარგებლოდ სრულად ან ნაწილობრივ დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის მომხმარებლისთვის პასუხის გაუცემლობის / დაუბრუნებლობის) შემთხვევაში. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული საჩივრით მიმართვის უფლება წარმოეშობა მომხმარებელს, თუ საჩივრით გათვალისწინებული დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, სადავო ქმედების განხორციელების ან საჩივრის წარდგენის დღის თარიღით). ამასთან, მომხმარებელს უფლება აქვს, კომისიისთვის მიმართვის გარეშე პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიას მიმართოს ბანკისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვისა. კომისია წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ საჩივარს განიხილავს უსასყიდლოდ. კომისია საქმიანობას განახორციელებს 2023 წლის 1 დეკემბრიდან. კომისიის საქმიანობის წესს (მათ შორის საჩივრის წარდგენის წესსა და პროცედურას) შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ 2023 წლის 26 ივლისის #2 დადგენილებით („საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის საქმიანობის წესი“).

მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე და/ან ცხელ ხაზზე – +995 32 2 406 406











    Get a Space Card

    Order directly from Space App, collect rewards and cashback bonuses

    Thank you for signing up!

    We’ve sent you a text with a link to download the app.