BI ანალიტიკოსი

სფეისის გუნდში ვეძებთ BI ანალიტიკოსს

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.

ვის ვეძებთ?

  • მას, ვინც არის ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
  • ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების, გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
  • ვინც შეძლებს, იყოს თვითორგანიზებული გუნდის ნაწილი

სასურველია რომ გქონდეს:

  • მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
  • SQL პროგრამირების ენის ცოდნა
  • მუდმივი თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის მოტივაცია
  • BI პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Power BI, Tableau)
  • Python / R პროგრამირების ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

შენ შეძლებ:

  • დაკვეთების ბიზნეს მიმართულებებიდან მიღებას, გაანალიზებას და შესაბამისი BI მოდელების აგებას, Business Intelligence პროგრამების გამოყენებით
  • Dataset-ების მომზადებას ანალიტიკისთვის და მონაცემებზე მანიპულაციას
  • ინტერაქციული რეპორტების/დეშბორდების აწყობას
  • ამოცანის გადაჭრის ოპტიმალური გზების მოფიქრებას
  • მონაცემთა ანალიზს, ტრადიციული და ინოვაციური მიდგომებით
  • ანალიტიკური სერვისების მეთოდოლოგიის შესწავლას და განვითარებას
  • აუცილებელია, მაღალ დონეზე ფლობდე ინგლისურ და რუსულ ენებს
როგორ დაგვიკავშირდე?
  • შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

    *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.