დროული შეთავაზებები სფეისისგან – სრულად ციფრული პასუხი გამოწვევებს

ამ ბლოგში მოგიყვებით იმ საჭირო შეთავაზებების შესახებ, რომლებზეც სფეისის გუნდმა მთელი კვირა განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავა.
სახლში დარჩენის მეტი მოტივაცია
სფეისისა და გლოვოს ერთობლივი აქცია, რომლის ფარგლებშიც 18 აპრილის ჩათვლით, სფეის ბარათით გლოვოზე გადახდილი თანხის 20% მომენტალურად დაგიბრუნდება. გამოიძახე სახლიდან, რაც გინდა: კვების ობიექტებიდან, სუპერმარკეტებიდან, აფთიაქებიდან, წიგნის მაღაზიებიდან და ნებისმიერი სხვა ადგილიდან. გლოვოს კურიერი შეკვეთას სახლში მოგიტანს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით.
გამოიყენე ფული იმაში, რაშიც ახლა მეტად გჭირდება
მეორე შეთავაზება ეხება სესხისა და განვადების სამთვიან საშეღავათო პერიოდს. 31 მარტის ჩათვლით, შენ შეგიძლია სამი თვით გადადო შენი მომდევნო გადახდა და სესხის ვადა გაზარდო 3,4 ან 5 თვით, რომ არ გაგეზარდოს ყოველთვიური შენატანი. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, სფეისის აპლიკაციით გააკეთებ. საშეღავათო პერიოდში ეს ფული შეგიძლია მიმართო სხვა უფრო მნიშვნელოვან საჭიროებებზე ან შეინახო ანაბარზე.
მიიღე მეტი სარგებელი ფულის გადადებისას
თუ სახლიდან მუშაობ და ყოველდღიურად ნაკლები თანხა გეხარჯებათ, ახლა ის დროა, ფულის დაგროვება დაიწყო. სწორედ ამიტომ ჩვენი მესამე გადაწყვეტილება ეხება ყულაბებს. 3% ით გავზარდეთ საპროცენტო განაკვეთი და ახლა უკვე სფეისელებს შეუძლიათ მიიღონ ყველაზე მაღალი – 9%-იანი სარგებელი. თუ თანხის გამოტანა დაგჭირდა, ამაშიც სრულიად თავისუფალი ხარ, ამოიღე ფული ყულაბიდან ყველანაირი საკომისიოსა და პროცენტის ცვლილების გარეშე. სფეის ყულაბებზე ეფექტური პროცენტი 9.38%-ია.
დააგროვე მეტი ვარსკვლავი სფეის თამაშში
სახლში დარჩენის წასახალისებლად, სფეის ბარათით ონლაინ შოპინგისას თითო ლარზე უკვე 30 ვარსკვლავი დაგერიცხება და ყოველ პარასკევს სფეის თამაშში ფულის მოგების შანსიც გაგეზრდება. ასევე, სფეის ბარათით კომუნალურების გადახდისას ყოველი 1 ლარი 20-ის ნაცვლად, უკვე 100 ვარსკვლავს მოგიტანს.
აქვე შეგახსენებ ჩვენს სრულად დისტანციურ მომსახურებებს, რომლებიც იყო და არის უფასო: ანგარიშის გახსნა, სფეის ბარათის შეკვეთა და გამოყენება, კომუნალურების გადახდა და მობილური ბალანსის შევსება, ყულაბების გახსნა, 50 ლარის ჩათვლით გადარიცხვები.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ყველაფერი კარგად იქნება!გაითვალისწინე, კვების 5%-იანი ქეშბექის შეთავაზება დასრულდა 2021 წლის 5 აგვისტოს.