სიყვარულით,
სფეისის
გუნდისგან

სფეისის შიდა კულტურა, ანუ როგორები ვართ ჩვენ

სფეისის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა გუნდში კულტურის არსებობა და ამ კულტურის შესაბამისი ხალხის შემოკრებაა. საერთო პრინციპები, ფილოსოფია და მრწამსი - ეს იმ ელემენტთა ერთობლიობაა, რომელიც სფეისის წარმატებას განსაზღვრავს. 
ჩვენ გუნდში ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გამოირჩევიან გამბედაობით, მაღალი პროფესიონალიზმით, არიან დამოუკიდებლები, თვითმოტივირებულები,  ინიციატორები და არ ეშინიათ გადაწყვეტილების 
გამბედაობასთან ერთად ჩვენი მთავარი ღირებულებაა თავმდაბლობა. ეს გულისხმობს მუდამ საკუთარ თავზე მუშაობას, ჯანსაღი კრიტიკის მოსმენას და გათვალისწინებას, საკუთარ ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების სხვა თანაგუნდელებისთვის სიახარულით გაზიარებას, საერთო საქმისადმი პასუხისმგელობის გრძნობას და სხვების დროის დაფასება. 

რატომ სფეისი?

როგორი უნდა იყოს რიგითი სფეისელი:

ემპათიური
ჩვენთან ყველა გუნდური მოთამაშეა, ანუ პატივს სცემს სხვის აზრს, სიტყვას და თავად ადამიანს, რადგან ეს ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ემპათიაა ზუსტად ის თვისება, რითიც ვხელმძღვანელობთ ჩვენს მომხმარებლებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობისას. 
პრინციპული 
გუნდში დანერგილი იდეებისა და მიდგომების ერთგული ვართ და არ ვღალატობთ პრინციპებს
ცნობისმოყვარე 
ჩვენი გონება მუდმივად მიმართულია სიახლეებისკენ. თვალს ვადევნებთ მსოფლიოში მიმდინარე ტრენდებს და ინოვაციებს.
შედეგზე ორიენტირებული 
მიუხედავად იმისა რომ მუდამ კოსმოსში ვიყურებთ, ფეხები მიწაზე მყარად გვიდგას. ჩვენს ქმედებებს ყოველთვის მოაქვს ხელშესახები შედეგი 

შეუკვეთე სფეის ბარათი

მიიღე ბარათი სრულიად უფასოდ, ნებისმიერ ადგილას.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.