ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდე სესხის აღებისას

აღმოჩნდა, რომ ჩვენც ვტყუვდებოდით. ნუ ტყუილი რადიკალური სიტყვაა, უბრალოდ ვიბნეოდით, ყურადღებას არ ვაქცევდით. ფინანსური ორგანიზაციები სამომხმარებლო სესხის შეთავაზებისას ხშირად გვეუბნებიან პროცენტს, რომელიც მერე აღმოჩნდება, რომ იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პროცენტი, რომელსაც რეალურად საბოლოოდ ვიხდით. ეს იმიტომ ხდება, რომ ნომინალური პროცენტი უფრო ხშირად გვესმის ხოლმე ვიდრე ეფექტური.
სწორედ ამიტომ, ყოველთვის იკითხე, რამდენი იქნება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.
რა არის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?
ეს არის რეალური, საბოლოო პროცენტი რომელსაც იხდი, ანუ ნომინალურ პროცენტს დამატებული ყველა საკომისიო, როგორებიცაა:
- სესხის დამტკიცების საკომისიო
- სესხის გატანის საკომისიო
- წინსწრებით დაფარვის საკომისიო
- ყოველთვიური სადაზღვევო პრემიები
- ბარათიდან თანხის განაღდების საკომისიო და ა.შ.
როგორც წესი, ამ საკომისიოებზე ხმამაღლა არ საუბრობენ. არადა ეს ფარული გადასახადები, გვიძვირებენ ჩვენს სესხზე გაწეულ დანახარჯებს.
ამიტომ, როდესაც სესხის აღებისთვის რამდენიმე ბანკის ალტერნატივას განიხილავ, __აუცილებლად შეადარე ეფექტური პროცენტი.
პირობა უკეთესია, თუ ერთსა და იმავე ვადაზე ნაკლები ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გვაქვს.
სფეისში გვძულს დაფარული საკომისიოები. სწორედ ამიტომ, სფეისის ონლაინ სესხის გაცემისას პირდაპირ ეფექტურ პროცენტს გაუბნებით, რომელიც თითქმის იგივეა, რაც ჩვენი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი. როგორ? ჩვენთან ყველა ეს საკომისიო 0-ია:
- სესხის დამკიცების საკომისიო – 0
- სესხის გატანის საკომისიო – 0
- წინსწრებით დავაფარვის საკომისიო – 0
- ყოველთვიური სადაზღვევო პრემიები – 0
- ბარათიდან თანხის განაღდების საკომისიო – 0
რაზეა დამოკიდებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სფეისში?
მხოლოდ შენს საკრედიტო რეიტინგზე. რაც უფრო მაღალი რეიტინგი გაქვს, მით უფრო ნაკლები პროცენტის გადახდა მოგიწევს. ამ თემაზე მეტი ინფორმაციისთვის, წაიკითხე ჩვენი ბლოგი და გაიგე, როგორ შეამოწმო და გამოასწორო შენი საკრედიტო ისტორია.
აქვე, თუ გინდა მეტი გაიგო სფეისის ყველაზე სწრაფი ონლაინ სესხისა და მისი პირობების შესახებ, გადახედე ამ გვერდს.
online sesxebi | onlinesesxebi | sesxebi online | gadasaxadebi | onlain gadaxda