კითხვები სფეისიდან თიბისიში გადასვლასთან დაკავშირებით (ძალაშია აპრილიდან)

მიიღებ შეტყობინებას, საიდანაც შეძლებ გაიარო სწრაფი ავტორიზაცია სფეის ბარათით ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, ასევე რეგისტრაცია შეგიძლია ინტერნეტ/მობაილ ბანკიდანაც დაიწყო
არსებული სფეის ბარათები/საბარათე ანგარიშები გადავა თიბისიში ავტომატურად და ბარათის ვადის ბოლომდე შეძლებ მის გამოყენებას
არა, არ მოგიწევს. სფეის ბარათის ყოველთვიური/ყოველწლიური მომსახურების საკომისიო დარჩება უცვლელი ბარათის ვადის გასვლამდე (იქნება უფასო)
კი, ამისთვის, სფეის აპლიკაციის ნაცვლად, თიბისის მობაილ/ინტერნეტ ბანკი შეგიძლია გამოიყენო
თიბისიში გადასვლის შემდეგ სფეის ბარათის განახლებას/ახალი სფეის ბარათის დამზადებას ვეღარ შეძლებ
კი, სფეის ბარათებთან/საბარათე ანგარიშებთან დაკავშირებით მომსახურების მიღებას ან/და ოპერაციების შესრულებას შეძლებ როგორც თიბისის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში, ასევე სატელეფონო ცენტრის დახმარებით.
იმ შემთხვევაში თუ ბარათის დამზადებიდან არ არის გასული 3-თვეზე მეტი, შესაძლებელია ბარათი გაიტანო თიბისის სასურველი ფილიალიდან. მოთხოვნა ბარათის მიწოდებასთან დაკავშირებით უნდა დააფიქსირო თიბისი ბანკის ფილიალში ან სატელეფონო ცენტრით
სფეის ბარათით განაღდების/გადახდის ტარიფები რჩება უცვლელი, უმჯობესდება ციფრული საფულით თიბისის და პარტნიორი ბანკის ბანკომატებიდან განაღდების საკომისიო (მიგრაციამდე ტარიფი იყო 0.2% მინ 0.2 GEL/USD/EUR, ხოლო მიგრაციის შემდეგ გახდება 0%, ისევე როგორც ფიზიკური ბარათით განაღდების შემთხვევაში). დეტალური ინფორმაცია შეგიძლია ნახო თიბისის ვებ გვერდზე
ანგარიშიდან შესრულებულ ოპერაციებზე გავრცელდება თიბისის სტანდარტული ტარიფები. გაეცანი დეტალურ ინფორმაციას თიბისის ვებ გვერდზე
ბარათის მონაცემების/რეკვიზიტების ნახვას შეძლებ თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკში
არა, არც ბარათების თავიდან დამატება მოგიწევს და არც წვდომა არ შეგეზღუდება
ახალი სფეისის განვადებით სარგებლობას აპრილის თვიდან ვეღარ შეძლებთ (მიუხედავად იმისა, პარტნიორ კომპანიებს მათ ვებგვერდებზე ექნებათ თუ არა განთავსებული ინფორმაცია სფეისის განვადებასთან (ნივთის/მომსახურების სფეისის განვადებით შეძენის შესაძლებლობასთან) დაკავშირებით).
კი, ავტომატურად გადავა თიბისიში
თიბისიში ავტომატურად გადასულ განვადებაზე, იგივე პირობები და ტარიფები დაგრჩება, რაც სფეისში გქონდა
არა, არ შეგეცვლება
გადახდის რიცხვი დაგრჩება ის, რაც სფეისში გქონდა
განვადების დასაფარად საჭიროა, გადახდის დღეს თიბისის ანგარიშ(ებ)ზე ხელმისაწვდომი გქონდეს ყოველთვიურად გადასახდელი თანხა. განვადების დაფარვა ასევე შეგიძლია თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკით და/ან TBC pay-ის აპარატით.
თიბისის ნებისმიერ სადებეტო ანგარიშზე.
არა, დამატებით ანგარიშის გახსნა არ დაგჭირდება
კი, განვადება ავტომატურად დაიფარება
ნებისმიერი თანხის წინსწრების მოთხოვნის დაფიქსირება შეგიძლია ციფრული არხის მეშვეობით, რომლის გადახდასაც შეძლებ თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან ნებისმიერ ფილიალში ვიზიტით. წინსწრების საკომისიო დაგრჩება იგივე, რაც სფეისში გქონდა და შესაბამისად, იქნება 0%
შენს განვადებაზე გავრცელდება ზუსტად იგივე პირობები, რაც სფეისში გქონდა
ინფორმაცია შეგიძლია ნახო თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკში, ასევე ინფორმაცია შეგიძლია მოითხოვო კონტაქტ ცენტრის (032 2 272727) საშუალებით და/ან ნებისმიერ ფილიალში ვიზიტისას
განვადების შესახებ ინფორმაცია შეგიძლია მოითხოვო კონტაქტ ცენტრის (032 2 272727) საშუალებით და/ან ნებისმიერ ფილიალში ვიზიტისას
კი, გადახდის თარიღის ცვლილებაზე განაცხადის დაფიქსირება შეგიძლია როგორც თიბისის მობაილ ბანკში, ასევე კონტაქტ ცენტრში დარეკვით და/ან ფილიალში ვიზიტით
კი, გადახდის თარიღთან დაკავშირებით მიიღებ შეტყობინებას
ხელშეკრულების ძირითადი პირობები (თავსართში არსებული ინფორმაცია) შეგიძლია ნახო თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკში, ხოლო ხელშეკრულების სრული ვერსიის მიღების სურვილი შეგიძლია დააფიქსირო ინტერნეტ/მობაილ ბანკით, ან ნებისმიერ ფილიალში ვიზიტით.
კი, სფეისში არსებული სასესხო ვალდებულება ავტომატურად გადავა თიბისიში
თიბისიში ავტომატურად გადასულ სესხზე, ხელშეკრულების ყველა მნიშვნელოვანი პირობა: ვადა, პროცენტი, პირგასამტეხლო, გრაფიკი და სხვა, შეგინარჩუნდება, რაც სფეისში გქონდა
არა, არ შეგეცვლება
კი, დარჩება იგივე
სესხის დასაფარად საჭიროა, გადახდის დღეს, თიბისის ანგარიშ(ებ)ზე ხელმისაწვდომი გქონდეს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხა. სესხის დაფარვა ასევე შეგიძლია თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკით ან TBC pay-ის აპარატით
კი, სესხი ავტომატურად დაიფარება
არა, დამატებით ანგარიშის გახსნა არ დაგჭირდება
წინსწრებით გადახდას შეძლებ თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან ნებისმიერ ფილიალში ვიზიტით
რაც სფეისში გქონდა, იგივე პირობა დაგრჩება, შესაბამისად, სფეისიდან თიბისიში გადატანილ სესხზე, წინსწრების საკომისიო არ გექნება
ინფორმაცია შეგიძლია ნახო თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკში, ასევე შეგიძლია მოითხოვო ნებისმიერ ფილიალში ვიზიტისას
სასურველია გაიარო თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკში რეგისტრაცია, მაქამდე კი სესხის შესახებ ინფორმაციის მიღებას შეძლებ როგორც კონტაქტ ცენტრში (032 2 272727) დარეკვით, ასევე ფილიალში ვიზიტით.
ახალ სესხზე განაცხადის დაფიქსირებით, შესაძლებელია არსებული სესხის გადაფარვის და სესხის ლიმიტის გაზრდის მოთხოვნა
კი, სესხების გაერთიანების შესახებ შეგიძლია განაცხადი დააფიქსირო, როგორც თიბისის მობაილ ბანკში სასესხო განაცხადით შევსებით, ასევე 032 2 272727-ზე დარეკვით და/ან ფილიალში ვიზიტით.
კი, გადახდის თარიღთან დაკავშირებით მიიღებ შეტყობინებას
ასეთ შემთხვევაში, შენს სესხზე გავრცელდება ზუსტად იგივე პირობები, რაც სფეისში გქონდა
კი, გადახდის თარიღის ცვლილებაზე განაცხადის დაფიქსირება შეგიძლია როგორც თიბისის მობაილ ბანკში, ასევე კონტაქტ ცენტრში დარეკვით და/ან ფილიალში ვიზიტით
სფეისიდან სესხების თიბისიში გადატანის შემდეგ, მომსახურებასთან/ პროდუქტთან დაკავშირებულ საკითხებზე (მათ შორის უკმაყოფილების შემთხვევაში), შეგიძლია თიბისის მიმართო პრეტენზიით ზეპირი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ფორმის მიღება შესაძლებელია თიბისის ფილიალებსა და სერვისცენტრებში. ელექტრონული ფორმით პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია ინტერნეტ-ბანკის ან თიბისის ვებგვერდის (www.tbcbank.ge) საშუალებით. პრეტენზიის დაფიქსირება ასევე შესაძლებელია თიბისის კონტაქტ სერვის ცენტრში დაკავშირებით: 032 2 272727.
იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად გიწევს რამდენიმე ვალდებულების შესრულება (რამდენიმე კრედიტის ერთდროულად (ერთ თარიღში) დაფარვა), შენ შეგიძლია ყოველი ასეთი შემთხვევის დადგომისას (ყოველ ჯერზე), ვალდებულების დაფარვამდე მიმართო განცხადებით თიბისის ნებისმიერ ფილიალს / სერვისცენტრს და მოითხოვო ვალდებულებების შესრულება (სესხის დაფარვა) შენთვის სასურველი თანმიმდევრობით (პრიორიტეტულობით). ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ არ ისარგებლებ ამ უფლებით, თიბისი დააპრიორიტეტებს ვალდებულებების დაფარვას შემდეგნაირად: პირველ რიგში, დაიფარება საკრედიტო ბარათებთან / ოვერდრაფტებთან დაკავშირებული გადასახდელები, შემდგომ დაიფარება არაუზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი და ბოლოს უზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი.
სატარიფო ნაკრების ფარგლებში, თიბისიში შეგიძლია ისარგებლო 5 უფასო კომუნალური გადახდით.

სხვა შემთხვევაში, კომუნალური გადახდები იქნება ფასიანი და გავრცელდება ბანკში მოქმედი სტანდარტული ტარიფ(ებ)ი
კი, ყველა კომუნალურის აბონენტის ნომერი ავტომატურად აგესახება თიბისიში (Itunes-ის გარდა).
სფეისში გახსნილი ყულაბა(ანაბარი) ავტომატურად გადავა თიბისიში და ხელმისაწვდომი იქნება ციფრულ არხში, შემნახველი ანაბრის სახით
სფეის ყულაბის მფლობელებს გაეგზავნებათ საინფორმაციო შეტყობინება, ასევე ინფორმაცია განთავსდება სფეისის და თიბისის ვებ გვერდზე
არა, არ შეიცვლება. თიბისიში გადატანის შემდეგ, სფეისის ანაბრებზე შეგინარჩუნდება სფეისში არსებული სარგებელი, წლიური 7.5%
არა, არ ექნება
თანხის გატანას შეძლებ ორი გზით:
  1. საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვით, რომელიც იქნება უფასო
  2. ფილიალიდან გატანით, რომელზეც იმოქმედებს თიბისიში არსებული შემნახველი ანაბრის ტარიფი
სფეის ყულაბაზე სარგებელი გერიცხებოდა დღის განმავლობაში არსებულ მინიმალურ ნაშთზე. თიბისიში გადატანის შემდგომ, სარგებელს მიიღებ დღის ბოლოს არსებულ ნაშთზე.
მიგრაციის შემდეგ, ახალი სფეის ანაბრის (სფეის ყულაბა) გახსნა აღარ იქნება შესაძლებელი
პროდუქტი არის უვადო, თუმცა მოხმარებლის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი ნებისმიერ დროს დახურვა.
თიბისიში ხელმისაწვდომობის შემდეგ, სფეის ყულაბის დახურვა შესაძლებელია თიბისის ფილიალებში ვიზიტით ან/და ინტერნეტ/მობაილ ბანკში შეტყობინების გაგზავნით
სფეისიდან გადასულ ანაბარზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ჩარიცხვის გზით
თიბისიში ხელმისაწვდომობის შემდეგ, ანაბრიდან საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვის ლიმიტი არ იარსებებს
კი, დაგროვების წესები ყულაბებს ავტომატურად გადაყვება
კი, ანაბრების ბანკში გადატანის შემდეგ შეძლებ გააუქმო ან გააქტიურო დაგროვების სერვისი, ფილიალში ვიზიტით
კი, დაგროვების სერვისების რაოდენობა შეზღუდული არ არის
ამონაწენის ნახვას შეძლებ თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკში
არა, წვდომა არ შეგეზღუდება
კი, სფეის ბარათის მფლობელები გააგრძელებენ შეტყობინებების მიღებას შესრულებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, დამატებითი საკომისიოს გადახდის გარეშე (მესიჯის ავტორი TBC SMS)
თიბისიში გადასვლის შემდეგ, შეძლებ ისარგებლო იგივე ავტომატური გადარიცხვით. თუ, სფეისში არ გქონდა მითითებული ავტომატური გადარიცხვის დასრულების თარიღი, თიბისიში დაგირეგისტრირდება 1 წლის ვადით.
თუ უკვე ხარ თიბისის ინტერნეტ და მობაილ ბანკის მომხმარებელი, ახლიდან რეგისტრაციის გავლა აღარ დაგჭირდება, სფეისის მოქმედი ანგარიშები ავტომატურად გამოგიჩნდება.
თიბისიში ავტომატურ გადარიცხვას მობილურის ნომრით ვერ შეძლებ, თუმცა ამისთვის ანგარიშის ნომერი შეგიძლია გამოიყენო
დამატებული ბარათიდან ავტომატური გადარიცხვის სერვისით ვეღარ ისარგებლებ
ვერა, ვერ ისარგებლებ
ამ ეტაპზე, თიბისის მობაილ/ინტერნეტ ბანკში სხვა ბანკის ბარათის დამატებას ვერ შეძლებ, თუმცა დაელოდე სიახლეებს.
დაგრჩა კითხვები?
მოგვწერე

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.