ორგანიზაციული რისკების ექსპერტი

სფეისის გუნდში ვეძებთ ორგანიზაციული რისკების ექსპერტს

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული საბანკო პლატფორმა საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

შენ:

  • თუ ხარ ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
  • არ გეშინია ექსპერიმენტების, გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
  • შეძლებ, იყო თვითორგანიზებული გუნდის წევრი

მნიშვნელოვანია რომ:

  • შეგეძლოს სხვადასხვა მცირე პროექტების მართვა
  • შეგეძლოს პროცედურების შექმნა/შეფასება
  • თავისუფლად ფლობდე ინგლისურ და რუსულ ენებს

რას გააკეთებ?

  • დააორგანიზებ და მართავ მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს სხვადასხვა შეხვედრებს, შეადგენ შეხვედრების კალენდარს და განრიგს, დააორგანიზებ და მართავ შეხვედრებს, შეადგენ შეხვედრების ოქმებს და გაუწევ ზედამხედველობას შეხვედრაზე შეთანხმებული საკითხების დადგენილ შესრულებას
  • მონაწილეობას მიიღებ ორაგნიზაციული რისკების მართვის მიმართულებით სხვადასხვა პროექტებში
  • მონაწილეობას მიიღებ რისკების საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაში
  • გააკეთებ შედეგების რეპორტინგს
როგორ დაგვიკავშირდე?
  • შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

    *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.