სფეის ყულაბა

სასარგებლო რჩევები სფეისელებისგან

ფულის დაზოგვა და გადადება რომ მარტივი არ არის, ამაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით. მაგრამ დაგვიჯერე, თუ სულ მცირე სურვილი მაინც გაქვს საბოლოო მიზნის მისაღწევად, საკმარისია, დაიხმარო აქტიური სფეისელი დამგროვებლების სასარგებლო რჩევები და შენც შეიძლება მათ რიგებში ჩაეწერო!

რჩევა #1  

გადადე ფული ხელფასის აღების დღეს  

ვიცით, ვიცით, ხელფასის სწრაფად დახარჯვაზე მარტივი ჩვენც სულ რამდენიმე რამ გვახსენდება. თითზე ჩამოსათვლელი დღეებიც კი საკმარისია იმისთვის, რომ უკვე მომდევნო ხელფასამდე დარჩენილი დღეებისა და არც ისე საჭირო ნივთებში დახარჯული თანხის თვლა დაიწყო. ამიტომ, მიიღე გამოცდილი სფეისელების რჩევა და გადადე თანხის ნაწილი დამოუკიდებელ ანგარიშზე ხელფასის აღებისთანავე.

 

“გადაუხადე ფული ხელფასის დღეს საკუთარ თავს და შენს მომავალ მიზნებს.”

სალომე

 

“ხელფასის დღეს ასე ვიქცევი ხოლმე: თანხის საკმაოდ დიდ ნაწილს პირდაპირ ვრიცხავ სფეის ყულაბაზე, რომელსაც საგულდაგულოდ ვინახავ. მიმდინარე ანგარიშზე კი ვიტოვებ სახარჯო ფულს, რომელსაც თვის განმავლობაში ვიყენებ.”

ნიკა

რჩევა #2

აირჩიე ფულის დაზოგვის ერთი დღე ყოველ კვირას 

თუ მთელი თვის განმავლობაში თანხის დაზოგვა შენთვის პირველ ეტაპზე რთული მისია აღმოჩნდება, შეგიძლია, შეარჩიო კვირაში ერთი დღე, როცა დაზოგავ ფულს ტრანსპორტში, კვებაში, გართობაში და ა.შ.

 

“როცა მივხვდი, რომ ყოველდღე დაზოგვას ვერ ვახერხებდი, გადავწყვიტე, კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით მომეწყო ფულის დაზოგვის დღე. ამ დღეს ყოველთვის ვცდილობ, ვიარო ფეხით ტაქსის ნაცვლად, მოვიმზადო ლანჩი სახლში, ბარში გასვლის ნაცვლად დავპატიჟო მეგობრები სახლში და ა.შ”

სანდრო

რჩევა #3

გახსენი რამდენიმე ყულაბა სხვადასხვა კატეგორიის ხარჯისთვის

თვის ხარჯების კატეგორიებად დაყოფაზე და მათთვის შესაბამისი ბიუჯეტის გადანაწილებაზე თუ გიფიქრია? აქტიური სფეისელების ერთ-ერთი რჩევა ფულის დასაზოგად და უკეთ გასაკონტროლებლად რამდენიმე სფეის ყულაბის გახსნა და მათში თანხის კატეგორიებად გადანაწილებაა.

 

“ჩემი ყოველდღიური ხარჯებისთვის რამდენიმე სფეის ყულაბა მაქვს: ყულაბა კომუნალურებისთვის, შოპინგისთვის, კვებისთვის, გართობისთვის. ასე უფრო მარტივად ვაკონტროლებ, რა კატეგორიაში რამდენი დამეხარჯა და ვცდილობ, წინასწარ გადადებულ თანხაზე მეტი აღარ დავხარჯო.”

თიკა

რჩევა #4

გადადე ცოტ-ცოტამაგრამ ხშირად 

დიდი თანხის ერთბაშად გადადებას თუ ვერ ახერხებ, მაშინ ეს რჩევა გამოგადგება. როგორც აღმოჩნდა, სფეისელების დიდ ნაწილს ურჩევნია, ყოველდღიურად მცირე თანხა გადადოს ყულაბაში და ასე მიაღწიოს საბოლოო მიზანს. ამ რუტინული პროცესისგან თავის ასარიდებლად კი სფეის ყულაბის ავტომატური დაგროვების წესებს იყენებენ.

 

ავტომატური დაგროვების წესებით ფული შეუმჩნევლად და თან სწრაფად მიგროვდება. მე სფეის ბარათით გადახდილი თანხის დამრგვალების და ნაშთის ყულაბაში ჩარიცხვის წესი მაქვს ჩართული და იმედია, მიზანსაც მალე მივაღწევ.”

ნინა

 

“ჩემს ახლანდელ ყულაბაზე ორი წესი მაქვს ჩართული, სფეის ბარათით ყოველ გადახდაზე ფიქსირებული თანხის ყულაბაში ჩარიცხვის და ნაშთის ავტომატურად გადარიცხვის.”

თორნიკე 

 

სულ ესაა, იმედია ეს რჩევები დაგეხმარება, შენი ფინანსების უკეთ მართვაში.

რჩევებთან ერთად, ყულაბის გახსნის 100 მიზეზიც შევაგროვეთ ჩვენი მომხმარებლებისგან. გადახედე მიზეზებს, იპოვე საშენო და დაიწყე დაგროვება სფეის ყულაბაში.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.