სფეისი

მითია თუ რეალობა?

ჩვენ გარშემო ბევრი მითი არსებობს, რომელიც სხვადასხვა საკითხის შესახებ მოსაზრებებს ორ ნაწილად ყოფს. ალბათ, სფეისზეც გაგიგია მითები, რომლებიც დღემდე სიმართლე გგონია. ამ ბლოგში სფეისის ყველაზე გავრცელებული 5 მითის შესახებ მოგიყვები 👀 გამოგვყევი, ერთად დავამსხვრიოთ მცდარი შეხედულებები👇


1. მითი: სხვა ბანკების მსგავსად სფეისსაც აქვს წინსწრებისა და გატანის საკომისიო სესხზე  🚀

დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ ეს მითია. პირველ რიგში, სესხის მოთხოვნა ონლაინ შეგიძლია, მეორე სარგებელი ის არის, რომ დამტკიცებისას არ იხდი დამატებით წინსწრებისა და გატანის საკომისიოს. სესხის მოთხოვნა სფეისში წლიური ეფექტური 16%-დან შეგიძლია. 🎉

 

2. მითი: სფეისის QR განვადებით სარგებლობისას ზედმეტი თანხის გადახდა გიწევს

ეს ნამდვილად დიდი მითია. სფეისის 3 თვიანი 0%-იანი განვადების მთავარი სარგებელი ის არის, რომ იხდი მხოლოდ პროდუქტის ღირებულებას, გაძვირების გარეშე. თანხის 3 თვეზე გაყოფა 150-ზე მეტ პარტიონ მაღაზიაში შეგიძლია 👉 იხილე კომპანიები 🙌

3. მითი: სფეისში ცალკე უცხოური ვალუტის ბარათს ვერ გახსნი 💸

თუ მოგზაურობა გიყვარს სხვადასხვა ქვეყანაში ან უბრალოდ ხშირად იწერ ნივთებს უცხოეთიდან, ალბათ გამოგადგება იმის ცოდნა, რომ სფეისში ევროსა და დოლარის ციფრული ბარათის გახსნა შეგიძლია, რომელსაც უცხო ქვეყანაში გამოიყენებ შოპინგისას თუ კაფეებში, სხვადასხვა ადგილების მონახულებისას და ასე შემდეგ.

 

4. მითი: სფეისში მხოლოდ ერთი ყულაბის გახსნა შეგიძლია 💰

სფეისში მაქსიმუმ 5 ყულაბის გახსნას შეძლებ, შენი მიზნებისთვის და სურვილებისთვის, დაგროვება კი 0 ლარიდან შეგიძლია დაიწყო. თანხის გატანას ნებისმიერ დროს შეძლებ, სარგებელი ყოველდღიურად ანგარიშდება და საბოლოოდ, ყოველი თვის დასაწყისში გერიცხება. დაიწყე დაგროვება და მიიღე სარგებელი ეფექტური 7.76% 🚀

5. მითი: სფეისს ფილიალები აქვს 🙌

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს მითი ყველაზე გავრცელებულია. სფეისი საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკია, რომელიც მხოლოდ შენს მობილურში არსებობს აპლიკაციის სახით. ნებისმიერი საბანკო ტრანზაქციის შესრულება, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია 🕖

და ბოლო რეალობა, რომელიც გვინდა რომ მალე მითი გახდეს დღის დახურვაა 🙄

საბოლოოდ, თუ ამ მითების ნამდვილობა შენც გაეჭვებდა, დამიჯერე, რაც აქ წერია ყველაფერი სიმართლეა, გაითვალისწინე ეს მითები და გამოიყენე სფეისის პროდუქტები საშენოდ 🎉

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.