ისარგებლე სფეის განვადებით ანუ გაყავი სამ ტოლ ნაწილად

ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სფეისში 0 შეიძლება მართლა 0 იყოს. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ სფეის QR განვადებას, პირველ სრულად ციფრულ განვადებას, რომლითაც შეგიძლია იშოპინგო ჩვენს პარტნიორ ონლაინ მაღაზიებში. სფეისის სამთვიანი QR განვადებით სარგებლობისას, ნივთში იხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს, უბრალოდ თანხას ყოფ სამ ტოლ ნაწილად. მაგალითად, თუ გსურს 300 ლარიანი ნივთის შეძენა სამი თვის განმავლობაში გადაიხდი 100-100 ლარს და მორჩა. ანუ იხდი ნივთის ზუსტ ღირებულებას, ყოველგვარი გაძვირების გარეშე.
როგორ ხდებოდა ადრე?
დავუშვათ, გადაწყვიტე ერთ-ერთ ტექნიკის ონლაინ მაღაზიაში შეიძინო ნივთი განვადებით. ამ შემთხვევაში, მოგიწევს გაიარო შემდეგი პროცესი: ირჩევ ნივთს, ამატებ კალათაში და გადახდის მეთოდებში ირჩევ სასურველი ბანკის განვადებას. ავსებ განაცხადს, პასუხობ უამრავ კითხვას, ელოდები ბანკიდან ზარს, შემდეგ ელოდები განაჩენს დამტკიცებაზე, და ბოლოს თუ გაგიმართლა ყიდულობ ნივთს.
როგორ ხდება დღეს?
მყისიერი პროცესი
განვადების დასამტკიცებლად და ნივთის შესაძენად, სულ დაგჭირდება 1-დან 5 წუთამდე (გააჩნია, ხარ თუ არა უკვე სფეისელი)
არავითარი დაფარული საკომისიოები
ჩვენ არ გვაქვს არც გაცემის და არც წინსწრებით დაფარვის საკომისიოები.
შენზე მორგებული გრაფიკი
თუ ხვდები, რომ სამ თვეში ვერ ფარავ უპროცენტო განვადებით სარგებლობისთვის საჭირო თანხას, შეგიძლია გადაიხადო მინიმალური შენატანი და გადახვიდე სტანდარტულ გრაფიკზე. ამ შემთხვევაში განვადების ვადა 3 თვიდან 48 თვემდეა და მას თავად ირჩევ. შეგიძლია აპლიკაციიდანვე გააკეთო თანამონაწილეობა და გადაიხადო თანხა ნებისმიერი ბარათით.
როგორ ვისარგებლო სფეის QR განვადებით?
გადახედე ჩვენი პარტნიორების სიას, შედი ამ სიიდან ნებისმიერ ონლაინ მაღაზიაში და შეარჩიე სასურველი ნივთი, დააჭირე სფეის განვადებით შეძენას. გადახვალ გვერდზე, სადაც დაგხვდება QR კოდი და მარტივად დაასკანერებ სფეის აპლიკაციით. მაინც თუ დაგჭირდა დახმარება, იქვე ნახავ ელენეს ვიდეოს და ის აგიხსნის, როგორ უნდა დაასრულო შეძენის პროცესი.ესეც ჩვენი ციფრული მოლი:
- alta.ge
- ee.ge
- zoommer.ge
- iplus.ge
- ispace.ge
- icity.ge
- vestel.ge
- metromart.ge
- laptops.ge
- rugged.ge
- gamezone.ge
- altex.ge
- hap.ge
- comphouse.ge
- unicom.ge
- discounteri.ge
- istore.com.ge
- electronika.ge
- grandel.ge
- phubber.ge
- arttime.ge
- dressup.ge
- icrshop,ge
- buyers.ge
- a-store.ge
- delfycosmetics.ge
- okaidi.ge
- labebe.ge
- mywish.ge
- scoot-scoot.ge
- chicbebeshop.ge
- karchershop.ge
- domino.com.ge
- goodbuild.ge
- cleanparkshop.ge
- gorgia.ge
- premiermarket.ge
- belux.ge
- electronicshop.ge
- technomix.ge
- pcshop.ge
- niu.com.ge
- shop.tegetamotors.ge
- vendoo.ge
- ebg.ge
- wishlist.ge
- liloshop.ge
- nido.ge
- extra.ge
- ima.ge
- onemall.ge
- megamall.ge
- mag.ge
- log.ge
- sm.ge
- allmarket.ge
- digitalhub.edu.ge
- be.ge
- fine.ge
- esme.ge
- skyways.ge
- letex.ge
- vodkast.ge
- mopeddepot.ge
- win-win.ge
- meama.ge
- shop.amboli.ge