სფეის ყულაბა

ფულის დაგროვების ისტორიები სფეისელებისგან

ფულის დაგროვება ხშირად უფრო მარტივი წარმოსადგენია, ვიდრე გასაკეთებელი. ისე ხდება ხოლმე, რომ ყოველდღიური საჭიროებები, ან სურვილები გადაწონის იმ “ერთ დიდ მიზანს”. ფიქრობ: “ახლა თუ არა, შემდეგისთვის ორმაგად გადავდებ” და ამ “შემდეგის” და “ორმაგის” დრო არასდროს მოდის.

სფეისის ყულაბის დახმარებით კი შეგიძლია ისე დააგროვო ფული, რომ ვერც მიხვდე და კენწეროში მისვლისას გააცნობიერო, რომ დაგროვების ძირი მწარე სულაც არ ყოფილა 😀

რადგან დაგროვების მიზანი ყოველთვის სხვადასხვაა, ჩვენ მეგობრებში გავიკითხეთ, ყველაზე საინტერესო ისტორიები მოვიძიეთ და რჩეულებს ქვემოთ მოცემულ ბლოგში შემოგთავაზებთ <3

Let’s go!

სალი, 26 წლის

მე და ჩემს ბიჭს ვენას ბილეთები გვქონდა ნაყიდი, როცა პანდემია დაიწყო და მალევე გაგვიუქმეს ☹ წელიწადზე მეტია უკვე ქვეყნიდან არ გავსულვართ და ერთი სული გვქონდა, ვაქცინაცია როდის დაიწყებოდა. ახლა უკვე ორივე აცრილები ვართ და ცოტა სიტუაციის დალაგებას ველოდებით, რომ მოგზაურობა გავაგრძელოთ. ნიკას თებერვალში აქვს დაბადების დღე, თან ოქროს – 27-ის ხდება. უკვე რამდენიმე წელია აკვიატებული აქვს, რომ გრან კანარიაზე უნდა მოგზაურობა და რატომღაც ვერასდროს ვერ მოაბა თავი. გადავწყვიტე, ამ დაბადების დღეზე საჩუქარი გავუკეთო – ოთხი თვის წინ სფეის ყულაბა გავხსენი და სამ-კვირიანი ტურისთვის ფულის შეგროვება დავიწყე. ზუსტად ვიცი, ყველაზე მეტად ეს საჩუქარი გაუხარდება <3 აქამდე ყულაბაზე რატო არ ვიფიქრე, ეგ არ მესმის 😀

თემო, 31 წლის

მე ცოტა ისეთი ისტორია მაქვს, ალბათ არაერთხელ რო მოგისმენიათ, ან ფილმებში გინახავთ 😀 ბოლო შვიდი წელია, ერთ დიდ კომპანიაში ბუღალტრად ვმუშაობ. დიდად არასდროს მიფიქრია, რომ ესაა ის საქმე, რომლის კეთებაც მთელი ცხოვრება მინდა, მაგრამ წელიწადნახევრის წინ უკვე ზუსტად მივხვდი, რომ ცვლილებების დროა. ეს იყო ის დღე, როცა ასტრო-ფოტოგრაფიით დავინტერესდი. იმის მერე კამერაც ვიყიდე, ლინზებიც და თავისუფალ დროს ძირითადად ქალაქგარეთ გასვლას და ფოტოგრაფიას ვუთმობ, მაგრამ პარალელურად ორი საქმის კეთება არ გამომდის. სურვილიც არ მაქვს. ხოდა უკვე ერთი წელია სფეის ყულაბა გავხსენი, ფულის შეგროვება დავიწყე და შემდეგი წლიდან სამსახურიდან წამოსვლაზე ვფიქრობ. დაგროვილი ფული მინიმუმ ერთი წელი მაინც იმის საშუალებას მომცემს, მთლიანად ახალ საქმეზე გადავერთო, ვაკეთო ის, რაც მიყვარს და განვვითარდე როგორც პროფესიონალურად, ისე პიროვნულად. დანარჩენს უკვე დრო აჩვენებს <3

 

ერეკლე, 24 წლის

Get a hobby, they said. ხოდა მეც, ბევრი ფიქრის შემდეგ, როცა მივხვდი რომ არც ლაშქრობები მაინტერესებდა, არც სქაიდაივინგი და არც რამე სხვა, გადავწყვიტე, მინერალები შემეგროვებინა. რა თქმა უნდა Breaking Bad-იდან წამოვიდა იდეა ))) ჰენკი და მისი ჯანი. არადა, არც დეპრესია მაქვს და არც მოწყენილი ვარ, მაგრამ მინერალებში მართლა რაღაც მაგიური ვიპოვე. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეგრეა. სანამ შენი თვალით არ ნახავ და არ შეეხები, ვერ მიხვდები. თავიდან ყველაზე გავრცელებულ, იაფ მინერალებს ვყიდულობდი და სარდაფში ვინახავდი. ორი წლის განმავლობაში უკვე 300-მდე შევაგროვე. ერთი თვის წინ კანადელი ტიპის კოლექციას წავაწყდი, გასაყიდად აქვს გამოტანილი, ოღონდ ცოტა ძვირი ღირს და რო მივწერე, სამი-ოთხი თვე დაგელოდებიო. რადგან ფულის შენახვა დიდად არ გამომდის, ეგრევე ყულაბა გავხსენი და მგონი კარგად მივდივარ. წესით სამ თვეში ჩემი გახდება <3

 

ნინი, 30 წლის

ყულაბის გაკეთების ჩემი ისტორია ალბათ არც ისეთი საინტერესო და გამორჩეულია, მაგრამ რაცაა, მაგას მოვყვები ))) მოკლედ, ბავშვობაში არც ისე დიდ სახლში ვცხოვრობდით, თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთი ოთახი მამაჩემს მთლიანად ბიბლიოთეკად ჰქონდა გადაკეთებული: ყველა კედელზე თაროები, თაროები კი სავსე იყო წიგნებით. მერე სახლიც გავყიდეთ, წიგნებიც აქა-იქ მიმოიფანტა 🙁 წელს ჩემი პირველი სახლი ვიყიდე და გადავწყვიტე იგივე გავაკეთო, რაც მამამ. ერთ ოთახში სამუშაო სივრცეს/ბიბლიოთეკას ვაწყობ. წიგნებიც ბლომად მაქვს, მაგრამ კიდევ ბევრია საჭირო 🙂 თუ ასე გავაგრძელე, წესით რამდენიმე თვეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახლის ბიბლიოთეკა მექნება, რაც აქამდე გინახავთ ^_^

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    მიიღე ბარათი სრულიად უფასოდ, ნებისმიერ ადგილას.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.