დაბრუნება

Black Friday სფეისთან ერთად

ამ კვირაში ფასდაკლებების შესახებ იმაზე მეტი სმს რეკლამა მიიღე, ვიდრე - ჩვეულებრივ. ეს იმიტომ, რომ ყოველი წლის ნოემბრის ბოლო პარასკევს შოპინგ სივრცეში ყველაზე შავი დღე - Black Friday დგება. შავი კი ჰქვია, მაგრამ ამ სიტყვამ არ დაგაბნიოს. თუ ამ დღეს შენს საყვარელ ნივთებს 90 % - მდე ფასდაკლებით შეიძენ, დღე ნამდვილად გაგიფერადდება.

ჩვენც კარგად ვიცით, რა ტკივილია, როცა ზუსტად იმ საათს წააწყდები, როგორიც გინდოდა, wishlist - ში ამატებ - მერე ხან თვის ბოლოა, ხან გადაწყვეტ, რომ ამ თვეში უფრო ეკონომიურად იცხოვრო, ხანაც რამდენიმე დღეში შენს მეგობარს აქვს დაბადების დღე ან შორეულ ნათესავს შეეძინა შვილი. ამასობაში შეიძლება დაგავიწყდეს კიდეც, რა გაქვს wishlist -ში, მაგრამ Black Friday -ზე აუცილებლად ამოქექავ ამ ვირტუალურ კალათას.

იყო დრო, როცა ნოემბრის ბოლო პარასკევს მაღაზიების წინ დიდი რიგები დგებოდა. ხალხი მზად იყო დილის 5 საათიდან დალოდებოდა, როდის გაიხსნებოდა მაღაზია. მაგრამ რაღა დროს გრძელი რიგებია, როცა მაღაზიების დიდი ნაწილი და მათი რიგებიც ონლაინ სივრცეში გადაბარგდა.

რთულია, წინასწარ გათვალო, ზუსტად რა ოდენობის თანხა დაგჭირდება Black Friday - ზე. შეიძლება უბრალოდ მაღალყელიანი წითელი Dr Martens გინდოდეს, მაგრამ შემოთავაზებებში ზუსტად საშენო ჩანთას წააწყდე, თანაც ასე იაფად. ჰოდა, რა გინდა რომ ქნა.

თან ისე შეჰყევი სხვადასხვა საიტის თვალიერებას, შუაღამე რომ დადგა, ვეღარც შეამჩნიე. მეგობრის შეწუხებაც არ გინდა და თან თვის ბოლო კვირაა და ხელფასი ჯერ არ ჩაგრიცხვია.

 

ჰოდა, იმისათვის, რომ სხვამ არ დაგასწროს შენი საყვარელი ნივთის ყიდვა, შეგიძლია აიღო ონლაინ სესხი სფეისში მომენტალურად, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს და იშოპინგო, როცა და რამდენიც გინდა.

ხომ გახსოვს, რომ ჩვენი მეგობრობა 24 საათიანია და არც ჩვენ ვაპირებთ Black Friday - ზე ძილს. მოკლედ, დაიმატე ფული ანგარიშზე და გააგრძელე შოპინგი.

სფეისი გირჩევთ, სად შეგიძლია იშოპინგო ამ პარასკევს განსაკუთრებული შეთავაზებებით:

Megamall.ge

მეგამოლში შეგიძლია შეიძინო ყველა სახის ტექნიკა - სმარტფონიდან დაწყებული, მაცივრით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ მეგამოლს აქვს ორი ფიზიკური მაღაზია, ასევე ძალიან მარტივად, სულ რამდენიმე წუთში შეგიძლია შეიძინო სასურველი ნივთი მათ ვებგვერდზე. Black Friday - ზე 40% ფასდაკლებით აქვთ და სხვა საინტერესო ამბებსაც გვპირდებიან.

Buyers.ge

ონლაინ და ფიზიკური კონცეპტ სთორის, ბაიერსის, მთავარი მიმართულებებია მოდა, თავის მოვლა და საჩუქრები. თუ დიდი ხანია უმიზნებ და ვერ დაუმიზნე Veja-ს ფეხსაცმელს ან Kanken-ის ჩანთას, ეს შენი დღეა! Buyers სრულ კოლექციაზე 50% -მდე ფასდაკლებას გვთავაზობს.

Zoomer.ge

ზუმერი არის მობილურების, ტელევიზორების, ციფრული აპარატების, ნოუთბუქებისა და აუდიო-ვიდეო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი საქართველოში. ზუმერმა სპეციალურად Black Friday - სთვის შექმნა ცალკე გვერდი, რომელზეც შეგიძლია ნახო ზუსტად რას და რამდენი აკლდება.

Wishlist.ge

აი, აქ კი მართლა ყველაფრის შეძენა შეგიძლია. სულ მცირე 50,000 დასახელების პროდუქტის. გამოწერილი ნივთები კი მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლია მიიღო სახლში.

თუ არ გახსოვს, რატომ უნდა აიღო სესხი სფეისში, გეტყვით, რომ ჩვენთან ონლაინ სესხი შეგიძლია 5 წუთში დაისვა სასურველ ანგარიშზე. ჩვენთან სესხის წლიური ეფექტური პროცენტი 15%-დან იწყება და საკრედიტო ისტორიაზე ნეგატიურად არ აისახება.

გადმოწერე აპლიკაცია, დააჭირე მთავარ გვერდზე „პლუსს”, მიუთითე სესხის ოდენობა და მიიღე პასუხი მომენტალურად.

სანამ სხვებს სძინავთ, იშოპინგე თამამად, ჩვენ შენ გვერდით ვართ!

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;