სფეისი

სფეისის ყველა სერვისი, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად მიიღებ

ზოგჯერ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სხვადასხვა მომსახურების დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად მიღება. გადავწყვიტეთ, ერთ ბლოგში შეგვეჯამებინა ყველა მსგავსი სერვისი, რასაც სფეისი გთავაზობს:

1. გადაიხადე კომუნალურები საკომისიოს გარეშე

დააშაბლონე, ჩაყარე ერთ კალათაში და თითის ერთი დაჭერით გადაიხადე ყველა გადასახადი.

2. გახსენი ყულაბები და მიიღე სარგებელი

ფულის გადადება ყოველთვის კარგი აზრია. ამის გაკეთება უმარტივესად შეგიძლია სფეისში სხვადასხვა მიზნის დასახვით და ფულის დაგროვებით. თან სრულიად თავისუფალი ხარ, თანხა მაშინ გაიტანო, როცა დაგჭირდება.

3. შეიძინე ნივთი განვადებით 5 წუთში

არ გჭირდება მაღაზიებში სიარული, განვადების რიგში დგომა და ფურცლებში გარკვევა. მარტივად შეხვალ ჩვენს პარტნიორ ონლაინ მაღაზიებში, შეარჩევ სასურველ ნივთს და 5 წუთში განავადებ მას. თუ სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებით ისარგებლებ, არ გადაიხდი არაფერს ზედმეტს, უბრალოდ ნივთის საწყის ღირებულებას გაყოფ სამ ნაწილად.

4. ონლაინ სესხი არ ნიშნავს ძვირს

თუ სესხი დაგჭირდა, სფეისში შეძლებ დისტანციურად, შემოსავლების ავტომატური გადამოწმებით, რამდენიმე წუთში დაისვა თანხა ნებისმიერი ბანკის ბარათზე. სფეისში სესხის ეფექტური პროცენტი 19%-დან იწყება და დამოკიდებულია შენს საკრედიტო რეიტინგზე.

5. გადარიცხე ფული ნებისმიერ დროს წამებში

ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ ბარათზე ფული მომენტალურად დაჯდება 24/7-ზე, თუ გამოიყენებ სფეისის მობილურის ნომრით, ბარათებს შორის ან მესენჯერით გადარიცხვას.

6. დაგვირეკე ან მოგვწერე 24/7

თუ დახმარება დაგჭირდა, ჩვენი მისიის მენეჯერების მომსახურებასაც მომენტალურად მიიღებ დღე-ღამის ნებისმიერ დროს ჩათით ან ნომერზე 2 711 711

სცადე სფეისი და გაგვიზიარე შენი აზრი, რამდენად გაგიმარტივებს ჩვენი აპლიკაცია ყოველდღიური საბანკო მომსახურების მიღებას.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.