QR განვადება

იფრინე სფეის განვადებით

პირველად საქართველოში ავიაბილეთების სრულად ონლაინ განვადება, რა თქმა უნდა, სფეისში გვაქვს. დღეიდან სფეისის QR განვადებით skyways.ge-ზე 2 წუთში შეგიძლია ავიაბილეთის შეძენა.

რატომ? რადგან შენ ძალიან გიყვარს მოგზაურობა და ამის საშუალება ყოველთვის უნდა გქონდეს. როდესაც QR განვადება გავუშვით, ბევრი გვთხოვდა ავიაბილეთების განვადებაც დაგვემატებინა, რადგან ასეთი რამ საქართველოში არ ყოფილა.

და აი ისიც!

როგორ უნდა იყიდო ავიაბილეთი სფეისის ონლაინ განვადებით:

  1. თუ ჯერ კიდევ რატომღაც არ გაქვს სფეისი, გადმოწერე.
  2. შედი www.skyways.ge -ზე და აირჩიე ბილეთი.
  3. დააჭირე განვადებით ყიდვას და შემდეგ სფეისით განვადებას.
  4. გახსენი სფეის აპლიკაცია და დაასკანერე QR კოდი.
  5. მიჰყევი ინსტრუქციას და მომენტალურად გაიგე, დაგიმტკიცდა თუ არა განვადება.

რა უნდა იცოდე სფეის განვადების შესახებ:

• ჩვენთან შემოსავლების დადასტურება შეგიძლია თითის ერთი დაჭერით.

• სფეისში განვადებას 30 წამიდან 5 წუთამდე სჭირდება.

• განვადების მაქსიმალური ვადაა 48 თვე, მინიმალური – 1 თვე.

• განვადების გაცემისა და წინსწრების საკომისიო? ასეთ რამეს არ ვცნობთ.

• საპროცენტო განაკვეთი 15%-დან 50%-მდე მერყეობს და დამოკიდებულია მხოლოდ შენს საკრედიტო რეიტინგზე.

გამოთვალე სავარაუდო საკრედიტო ლიმიტი სფეისის ონლაინ სესხის კალკულატორით

მაინც რამდენის გადახდა მომიწევს?

მაგალითად, ბილეთი ღირს 1000 ლარი, შენ კი განვადება დაგიმტკიცდა 15%-ში. ბილეთის არჩევის შემდეგ skyways.ge – ზე, შენ შეგიძლია აირჩიო სასურველი თანხა, რომელსაც ყოველთვიურად გადაიხდი, განავდების ხანგრძლივობა . ვთქვათ, აირჩიე 3 თვიანი ვადა. ამ შემთხვევაში შენი ბილეთი 17 ლარითა და 54 თეთრით გაძვირდება, ხოლო თუ აირჩევ 6 თვეს – 35 ლარითა და 20 თეთრით.

სანამ მარსზე დანიშნავენ ფრენებს, მანამდე დედამიწაზე ვიმოგზაუროთ რაც შეიძლება მეტი! ?

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.