QR განვადება

სფეის განვადების თვის შეთავაზებები

მართალია, წელს შენთვის ბევრ სიახლეს ვამზადებთ, მაგრამ მათთან ერთად, გადავწყვიტეთ, განვადების უკვე ტრადიციული რუბრიკა 2021-შიც გავაგრძელოთ. თუ ჯერ არ იცი ამ რუბრიკის შესახებ, ეს არის რუბრიკა, სადაც სფეის განვადების პარტნიორების თვის ექსკლუზიურ შეთავაზებებზე გიყვებით. 😉

ხომ იცი, რომ სფეის განვადებით ნივთის შეძენა ყოველგვარი გაძვირების და ზედმეტი საკომისიოების გადახდის გარეშე შეგიძლია. ჩვენი სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებით, სასურველი პროდუქტის ან მომსახურების საფასურს სამ ტოლ ნაწილად გაყოფ და გადაანაწილებ მომდევნო სამ თვეზე.

აბა, მზად ხარ საშენო შეთავაზების აღმოსაჩენად?

მაშინ შეგვიძლია დავიწყოთ.

1. 20% ფასდაკლება Vendoo.ge-ზე

განვადების რუბრიკის მსგავსად, წელს სფეისისა და ვენდუს მეგობრობის ამბავიც გრძელდება. თუ სხვადასხვა კატეგორიის ნივთის ერთად და თან სახლიდან გაუსვლელად შეძენა გსურს, მაშინ ვენდუს ვებგვერდს აუცილებლად უნდა გადახედო. ტექნიკის, სათამაშოების, ტანსაცმლისა ფეხსაცმლის, თავის მოვლის ან საყოფაცხოვრებო საშუალებების და კიდევ სხვა კატეგორიის ნივთებს Vendoo-ზე სფეის განვადებით, 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ.

გაითვალისწინე, აქცია ვრცელდება ყველაფერზე, მობილური ტელეფონების, Apple-ის პროდუქციის, ჰობისა და გართობის კატეგორიის, სათამაშო კონსოლებისა და ფოტო-ვიდეო კატეგორიის გარდა.

ფასდაკლების ლიმიტი კი 100 ლარია.

2. 10% ქეშბექი Icrhome.ge-ზე

თუ ახალ სახლში გადასვლას გეგმავ, ან უბრალოდ ინტერიერის განახლება და გამრავალფეროვნება გინდა, icrhome.ge-ზე შენი გემოვნების ავეჯს, განათებას, დეკორაციასა და ჭურჭელს მარტივად აღმოაჩენ. თან, რა თქმა უნდა, სფეის განვადებით მომენტალურ 10%-იან ქეშბექსაც მიიღებ.

3. 57%-მდე ფასდაკლება Mymarket.ge-ზე

როცა უკვე ზუსტად გაქვს გადაწყვეტილი, რა პროდუქტის შეძენა გინდა, ალბათ ფასებს სხადასხვა მაღაზიაში შენც ხშირად ადარებ. თუ Beko-ს პროდუქციაზე შეაჩერებ არჩევანს, იცოდე, რომ mymarket.ge-ზე ამ ბრენდის გარკვეულ პროდუქციას სფეის განვადებით, 5%-დან 57%-მდე ფასდაკლებით შეიძენ.

4. 10% ქეშბექი Containershop.ge-ზე

თუ ჯერ არ იცი, მოკლედ გეტყვით, რომ containershop.ge საქართველოში პირველი, ახალი ფორმატის აუთლეტ ჰიპერმარკეტია, სადაც ავეჯს, ტექსტილს, საოჯახო აქსესუარებს, ჩემოდნებს, საოჯახო ტექნიკას და სხვა ნივთებს სტანდარტულ მაღაზიებთან შედარებით ბევრად იაფად შეიძენ. თან, სფეის განვადებით დამატებით 10% ქეშბექსაც მიიღებ. გაითვალისწინე, რომ ჩვენი განვადებით სარგებლობა მინიმუმ 100 ლარის ღირებულების ნებისმიერ პროდუქტზე შეგიძლია.

5. 15% ფასდაკლება Sandogold.ge-ზე

საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის სამკაულის შეძენას თუ გეგმავ და არჩევანს ოქროზე შეაჩერებ, sandogold.ge-ზე ნებისმიერ პროდუქტს სფეის განვადებით,15%-იანი ფასდაკლებით იყიდი. თან, მათთან ინდივიდუალური, შენი გემოვნებით შექმნილი დიზაინის შეკვეთაც შეგიძლია და შეკვეთასაც პირდაპირ სახლში მიიღებ.

*გაითვალისწინე, ყველა აქცია ძალაშია 28 თებერვლის ჩათვლით. *

თუ ამ შეთავაზებებში საშენო პროდუქტს ვერ აღმოაჩენ, არ დაგავიწყდეს, რომ სფეისის ონლაინ განვადებას უკვე ყველაზე მეტი, 100-მდე პარტნიორი ონლაინ მაღაზია ჰყავს, სადაც ნებისმიერ დროს, 24/7-ზე იშოპინგებ. მათი სრული სიის სანახავად ამ ბმულზე გადადი.

ბედნიერ შოპინგს გისურვებთ!

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    მიიღე ბარათი სრულიად უფასოდ, ნებისმიერ ადგილას.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.