კომუნალური გადასახადები

რატომ უნდა გადაიხადო კომუნალურები სფეისით

მთელი დღე ისე გავიდა, ლანჩისთვის ვერ მოიცალე. უკვე მოსაღამოვდა და მალე წახვალ შინ.
იწყებ ფიქრს, რა გაქვს სახლში. საცხოვრებლადაც მარტო გადახვედი და არც არავინაა, გადაურეკო და შეამოწმო, რა არის მაცივარში. და მერე გახსენდება შენი ბავშვობის ყველაზე გემრიელი ვახშამი. გატოსტილ პურის ნაჭრებზე საგულდაგულოდ გადასმული კარაქი და მათ შორის მოქცეული კვერცხის გული.

კარაქიანი პური კვერცხის გულით, მარტივად რომ ვთქვათ. ამ ფიქრებიდან გიორგის ხმა გაფხიზლებს – აბა, ხვალამდეო. მერე ანანოც გემშვიდობება. შენც საათზე იყურები და ხვდები, რომ შინ წასვლის დროა.

სახლამდე გზას ფეხით მიუყვები უგემრიელესი ვახშმის მოლოდინში, მაგრამ შინ მისულს გაზი არ გხვდება. ესეც შენი მარტო ცხოვრება – კომუნალურების გადახდა დაგემატა თავის ტკივილად. კიდევ კარგი, ელექტრო ჩაიდანი გაქვს და ჩაის მაინც დალევ. მაგრამ მოიცა, მოიცა.

ფოტო: edo.ardzenadze

კვერცხიც რომ ჩაიდანში მოგეხარშა? ვერ გეტყვი, რამდენად წარმატებულად დასრულდა ეს ყოველივე და არც იმავეს გამეორებას გირჩევ საკუთარ სახლში. უბრალოდ ამ ბლოგში მოგიყვები, თუ როგორ არ მოგიწიოს კვერცხის მოხარშვა ჩაიდანში ანუ როგორ გადაიხადო კომუნალურები მარტივად და დროულად.

გიფიქრია, როგორ გაიმარტივებდი კომუნალურების გადახდის პროცესს?

ჩვენ გვგონია, რომ ამ საქმეზე რამდენიმე წამზე მეტი არ უნდა დახარჯო. ჩვენც ხომ სხვადასხვა ფინანსური სერვისის მომხმარებლები ვართ და სულ გვაწუხებს კითხვები – რატომ არ შეიძლება უფრო მარტივად და უფრო ნაკლებ დროში შევასრულოთ ყოველდღური საქმეები: გადავიხადოთ ელექტროენერგიის გადასახადი, დავფაროთ წყალმომარაგების დავალიანება ან დროულად შევძლოთ ინტერნეტის გადახდა.

რა შეგიძლია სფეისში?

ელექტრონულ ცხვრებზე ოცნება! ვინ დაგიშლის?!

კიდევ რა შეგიძლია სფეისში?

გადაიხადო და აკონტროლო შენი კომუნალურები ერთ სივრცეში! ამისთვის კი შენს მობილურში სფეისის აპლიკაციის გადმოწერა დაგჭირდება. აქვე გეტყვი, რომ სფეის ბარათის შეკვეთა არ არის აუცილებელი კომუნალურების გადასახდელად, შეგიძლია მიაბა ნებისმიერი სხვა ბანკის ბარათი და ისე გადაიხადო.

და საკომისიო?

ჩვენთან კომუნალურების საკომისიო არის ყველაზე დიდი სამნიშნა რიცხვის ნამრავლი ნულზე, ანუ არც არაფერი! აქციის ფარგლებში სფეისის აპლიკაციით კომუნალურებს იხდი სრულიად უფასოდ. გამონაკლისია მხოლოდ ენერგო პრო ჯორჯია, რომლის საკომისიოც ჩვენ არ გვეკუთვნის.ვიცით, რომ კომუნალურების გადახდა შენი დღის ყველაზე საინტერესო ნაწილი ნამდვილად არ არის. და რატომ უნდა გიწევდეს ყოველ ჯერზე იმავეს გამეორება, როცა შეგიძლია შეინახო შაბლონი და გაიმარტივო საქმე?

სფეისში შენ შეგიძლია შექმნა კომუნალურებისა თუ მობილური ბალანსის შევსების შაბლონები და დაიმახსოვრო გადახდები იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაგიმარტივდეს ეს მოსაწყენი პროცესი. პირველი გადახდის დროს უბრალოდ მონიშნე ვარსკვლავის ღილაკი და შენი გადახდა შაბლონის სახით შეინახება. შაბლონი კი შეგიძლია, ნებისმიერ დროს დაამატო, დაარედაქტირო ან წაშალო.

სფეისში ხომ ყველაფერი ციფრული გვაქვს, მათ შორის კალათაც. მონიშნე უკვე შენახული შაბლონები და ამ ციფრულ კალათაში შეყარე ყველა შენი გადახდა. შემდეგ კი თითის ერთი დაჭერით გადაიხადე ყველაფერი.

ხომ გახსოვს, რომ სფეისში შეგიძლია შენს ნებისმიერი ბანკის ბარათს ერთ სივრცეში მოუყარო თავი? ერთ ბარათზე არ გაქვს საკმარისი ფული შენი ყველა გადახდისთვის? გამოიყენე სხვადასხვა ბარათი სხვადასხვა გადახდის დასაფარად. სფეისში შეგიძლია ყველა შენი ბარათი ერთ აპლიკაციას მიაბა და აირჩიო, რომლით რას გადაიხდი.

უბრალოდ სცადე კომუნალურების გადახდა ან მობილური ბალანსის შევსება სფეისის დახმარებით და გაგვაგებინე, როგორ მოგეწონება.




რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს:

komunaluri | komunaluri gadasaxadi | sesxi online | სესხი | komunalurebis gadaxda

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.