5 რჩევა, როგორ დაზოგო ფული სათხილამურო კურორტზე

1. გადახედე სრიალის ტუტორიალებს youtube – ზე
თუ ჯერ მხოლოდ დამწყები ხარ და სრიალის სწავლას ინსტრუქტორთან ერთად აპირებ, გირჩევთ ჯერ youtube-ზე სხვადასხვა ტუტორიალებს ჩაუჯდე და თეორიული წარმოდგენა შეიქმნა. ასე უფრო მალე ისწავლი, მასწავლებლის მითითებებსაც მარტივად მიხვდები და გაკვეთილებშიც ნაკლებ ფულს დახარჯავ. აქვე ამ youtube არხსაც გირჩევთ Stomp It Tutorials და ბედნიერ სრიალსაც გისურვებთ!
2. იქირავე ბინა მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ან კოლეგებთან ერთად დასვენება არა მხოლოდ საინტერესო თავგადასავლების შექმნაში, არამედ ფულის დაზოგვაშიც დაგეხმარება. როგორც წესი, ბევრ ადამიანზე გათვლილი ბინები და კოტეჯები ბევრად ეკონომიურია, რადგან ქირის თანხა მეგობრებზე თანაბრად იყოფა.
3. არ დახარჯო ფული ტაქსით მგზავრობაში
ტაქსით გადაადგილების ფასი სეზონის დაწყებასთან ერთად იზრდება. მოკლედ, სასტუმროდან მთისკენ წასვლა-წამოსვლაში ფული რომ არ დაგეხარჯოს, ავტოსტოპით გადაადგილებას გირჩევთ. თან ხომ იცი, დასვენების დღეებში არავის არსად ეჩქარება და წესით სათხილამურო გზისკენ მიმავალი მძღოლები დამგზავრებაზეც არ გეტყვიან უარს.
4. შეარჩიე თარიღი გონივრულად
მართალია, სათხილამურო სეზონი ჩვენთან სულ რამდენიმე თვე გრძელდება, მაგრამ მაინც შეგიძლია შენი დასვენება ისეთ დროს დაგეგმო, როცა კურორტზე ნაკლები ხალხია და ფასებიც შედარებით დაბალია. ნუ დაგეგმავ გამგზავრებას ახალი წლის პერიოდში. ამ დროს ყველა ისვენებს და სამთო-სათხილამურო კურორტებზეც ბევრი მიდის უქმე დღეების მთებში გასატარებლად. ხომ იცი, გაზრდილი მოთხოვნა ფასებსაც ზრდის და ამიტომ ფულიც მეტი დაგეხარჯება. თებერვლის ბოლო, იდეალური დროა ეკონომიური დასვენებისთვის.
5. გადაიხადე სფეის ბარათით და დაიბრუნე ფული
ყველაზე პრაქტიკული რჩევა ბოლოსთვის მოვიტოვეთ. სფეის ბარათით კვების ნებისმიერ ობიექტში ფულის 5% გიბრუნდება – ეს ამბავი რომ ისევ ძალაშია, ხომ იცი.
ამასთან ერთად, სფეის ბარათს თებერვლის ბოლომდე სხვა სუპერ ძალებიც დაემატა:
- თუ ski pass-ს სფეის ბარათით შეიძენ, თანხის 5%-ს მომენტალურად დაიბრუნებ
- სპორტულ მაღაზია ადრენალინში კი სფეის ბარათით გადახდისას 10%-ს დაიბრუნებ
- ski pass-ის შეძენისას, თიბისი დაზღვევისგან, სრიალის 2 დღიანი დაზღვევით დასაჩუქრდები.
ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!გაითვალისწინე, კვების 5%-იანი ქეშბექის შეთავაზება დასრულდა 2021 წლის 5 აგვისტოს.