ონლაინ სესხი

სესხის ახალი რეგულაციები – 5 რამ, რაც უნდა იცოდე

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები 2020 წლის 17 მარტს განახლდა. ამ ბლოგში მოკლედ მოგიყვებით, კონკრეტულად რა შეიცვლება შენთვის, როგორც მომხმარებლისთვის. შეიძლება შემცირდეს პოტენციურად აღებული სესხის მოცულობა, გქონდეს უფრო ნაკლები ან იაფი ნივთების განვადების განვადებით შეძენის საშუალება. ასევე, იცვლება იპოთეკური სესხის აღების პირობებიც. აღნიშნული რეგულაციები, ქვეყანაში ჭარბვალიანობის შემცირებას ემსახურება.

მაშ ასე, რა მოხდა 17 მარტიდან?

1. შეიზღუდა სესხის ყოველთვიური გადასახადი და მიზნობრიობა

ანუ განისაზღვრა თვეში მაქსიმუმ რა თანხის გადახდა შეგიძლია ვალდებულებებში შენი შემოსავლის გათვალისწინებით. სიტყვაზე, თუ შენი თვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია და უცხოურ ვალუტაში გაქვს რამე სესხი, თვეში შეიძლება ამ შემოსავლის მხოლოდ 25% მიმართო სესხის დასაფარად, ხოლო თუ შენი შემოსავალიც და სესხიც ერთსა და იმავე ვალუტაშია, მაშინ შემოსავლის მაქსიმუმ 35%-ს სესხის მიმართავ ყოველთვიურ გადასახადზე. ასევე, შემოსავალს გამოკლებული სესხის ყოველთვიური გადასახადი აუცილებლად უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს. ასე გამოიყურება შემოსავლების მიხედვით განსაზღვრული ყოველთვიური გადახდების პროცენტები.

რას ნიშნავს არაჰეჯირებული მსესხებელი? – არაჰეჯირებულია მსესხებელი, იმ შემთხვევაში თუ, მისი ყოველთვიური წმინდა შემოსავალი და სესხის ვალდებულება სხვადასხვა ვალუტაშია.

თუ მაინც გერთულება, მოდი კონკრეტული მაგალითით ავხსნათ: თვიური გადასახადის და სესხის მაქსიმალური ვადის გათვალისწინებით, თუ სიტყვაზე 1000 ლარზე ნაკლები გაქვს შემოსავალი, მაქსიმუმ შეგიძლია 20,830 ლარი იპოთეკური სესხი და 8,983 ლარი სამომხმარებლო სესხი აიღო. თუ შენი ყოველთვიური შემოსავალი 2000 ლარია, მაშინ 58,325 ლარი იპოთეკური სესხი და 25,152 – სამომხმარებლო.

გამოთვალე სავარაუდო საკრედიტო ლიმიტი სფეისის ონლაინ სესხის კალკულატორით

2. შეიცვალა შემოსავლის დადასტურების პროცესიც

ნებისმიერი ტიპის ვალდებულების აღებისას აუცილებლად უნდა დაადასტურო შემოსავალი. რეგულაცია ეხება როგორც ბანკებს, ასევე, სესხის გამცემ ყველა სუბიექტს.

შემოსავლებად განისაზღვრება ნებისმიერი ტიპის შემოსავალი, რომელიც დასტურდება საბანკო ამონაწერით ან შემოსავლების სამსახურის მონაცემით.

თუ არარეგულარული შემოსავალი გაქვს, დაითვლება საშუალო მაჩვენებლი ან მედიანა.

კარგი ამბავი ფრილანსერებისთვის – თვითდასაქმებულ პირებზეც გაიცემა სესხები, თუ დაადასტურებენ შემოსავლებს.

3. ცვლილებები ეხება ფიზიკური პირების და ინდმეწარმეების ყველა ტიპის სესხს

1 იანვრიდან შეიცვალა სამომხმარებლო სესხის, ავტო სესხის, განვადების, საკრედიტო ბარათის, სწრაფი სესხისა და იპოთეკური სესხის აღების პროცესი.

შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირებზე ვისი ჯამური ვალდებულებაც აღემატება 1 მილიონ ლარს, ან მათზე, ვინც აკმაყოფილებს გათვითცნობიერებული ინვესტორის კრიტერიუმებს (“ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად).

4. რეგულაციები ეხება სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას, მათ შორის მიკროსაფინანსოებსაც

თუ აქამდე შეზღუდვები, როგორც წესი, ბანკებს უფრო ეხებოდა, ახლა ლომბარდები, მიკროსაფინანსოები და ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც გასცემს მიმდინარე 19 ცალზე მეტ სესხს ან შიდა განვადებას, ამ რეგულაციის ქვეშ ერთიანდება. ასე რომ, ბანკებთან ერთად, ახალი რეგულაციები მიკროსაფინანსოებსაც შეეხება და მათ შორის კერძო მევახშეებიც.

5. შეიზღუდა სესხის გადახდის ხანგრძლივობა

აქამდე თუ მეტნაკლებად თავად ირჩევდი, რა ვადით გსურდა სესხის აღება, ახლა სესხის გაცემის ახალი რეგულაციების მიხედვით, მაქსიმალური დრო განსაზღვრულია შემდეგნაირად:

● სამომხმარებლო სესხი (მათ შორის საკრედიტო ბარათი, ოვერდრაფტი, განვადება) მაქსიმუმ 4 წლიანი ვადით

● ავტო სესხი მაქსიმუმ 6 წლიანი ვადით

● ლარში გაცემული იპოთეკური სესხებისათვის მაქსიმალური ვადა 15-დან 20 წლამდეა

● უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი 10 წლამდე ვადით შეიზღუდება სესხის გაცემის ახალი რეგულაციებით

რეგულაციები ამოქმედდა 1 იანვრიდან და ჩვენც რა თქმა უნდა მოვერგეთ ამ ცვლილებებს.

თუ გაინტერესებს რა მოცულობის სესხის აღება შეგიძლია, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით სფეისში, შეგიძლია შეამოწმო შენი ლიმიტი. გაიგე, რა პირობები გვაქვს სესხზე, მოითხოვე სესხის მაქსიმალური თანხა – 25,000 ლარი და მყისიერად მიიღებ პასუხს.

წყარო

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    მიიღე ბარათი სრულიად უფასოდ, ნებისმიერ ადგილას.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.