8 შეთავაზება სფეის განვადების პარტნიორი მაღაზიებისგან

ამდენ შეთავაზებაში რომ არ დაიბნე, გადავწყვიტეთ თვის აქციებს ერთად მოვუყაროთ თავი, რომლებიც 9 ნოემბრის ჩათვლით იქნება ძალაში. გადახედე ჩამონათვალს და გაიგე, რა სიახლეები აქვთ ჩვენს პარტნიორ ონლაინ მაღაზიებს სფეისელებისთვის.
თან, არ დაგავიწყდეს, რომ სფეისში სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებითაც შეგიძლია სარგებლობა. ამ შემთხვევაში ნივთში გადაიხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს და არც ერთი თეთრით ზედმეტს. უბრალოდ მის ღირებულებას გაყოფ 3 ტოლ ნაწილად და გადაანაწილებ მომდევნო 3 თვეზე.
1. 10% მომენტალური ქეშბექი Arttime.ge-ზე
თუ საკუთარი თავისთვის, მეგობრისთვის ან ოჯახის წევრისთვის საჩუქრის შერჩევას აპირებ, გირჩევთ arttime.ge-ს ვებგვერდს გადახედო და სასურველი აქსესუარები მათთან შეარჩიო. ამ ონლაინ მაღაზიაში Swatch-ის, Tissot-ის, Tag Heuer-ისა და სხვა ცნობილი ბრენდების საათებს აღმოაჩენ და სფეის განვადებით შეძენის შემთხვევაში, ნებისმიერ მათგანზე მომენტალურ 10% ქეშბექსაც მიიღებ.
2. 50%-მდე ფასდაკლება mymarket.ge-ზე
რა ფაქტორებს ითვალისწინებ, როცა საქმე სოჯახო ტექნიკის შერჩევას ეხება? ვფიქრობთ, მაღალი ხარისხი და მისაღები ფასი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივყავართ. თუ mymarket.ge-ზე Kärcher-ისა და Beko-ს პროდუქციას შეარჩევ და სფეისის ონლაინ განვადებით ისარგებლებ, 50%-მდე ფასდაკლებას მიიღებ და ნივთსაც სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე წუთში შეიძენ.
3. ipad-ის ღირებულების 5% საჩუქრად istore.ge-სგან, ვაუჩერის სახით
სახლიდან მუშაობის პროცესი უფრო მარტივი და კომფორტული რომ გახადო, istore.ge-ზე ნებისიერი ipad-ის შერჩევას გირჩევთ, საჩუქრით კი შეგიძლია ხელს სხვა რამეც წააყოლო.
4. იშოპინგე auczon.com-ზე, მიიღე 10% ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე
თუ ზუსტად იცი, რის შეძენას აპირებ და რომელიმე ნივთზე საუკეთესო შეთავაზებას ეძებ, auczon.com-ის ვებგვერდიც აუცილებლად შეამოწმე. ამ ონლაინ მაღაზიაში საკმაოდ დიდი არჩევანია და რა თქმა უნდა, სფეის განვადებით შეძენისას შერჩეულ პროდუქციაზე 10%-იანი ფასდაკლებაც ძალაშია!
5. შეიძინე ნებისმიერი ნივთი vendoo.ge-ზე, მიიღე 10% ფასდაკლება
როცა საყიდლების ვრცელი სია გაქვს და ყველა ნივთის ერთ სივრცეში შეძენა შენთვის უფრო კომფორტულია, მაშინ vendoo.ge-ზე სფეის განვადებით შოპინგი საუკეთესო გამოსავალია. ვენდუზე ტექნიკის, ტანსაცმლისა და აქსესუარების, თავის მოვლის, საყოფაცხოვრებო საშუალებების ან სხვა კატეგორიიდან ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში, 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ. გაითვალისწინე, ფასდაკლების ლიმიტი 150 ლარია.
6. იშოპინგე dressup.ge-ზე, მიიღე 25% ფასდაკლება მომდევნო შენაძენზე
ცივი ამინდებისთვის გარდერობის განახლებას თუ აპირებ, შეგიძლია dressup.ge-ს ონლაინ მაღაზიას გადახედო, ნებისმიერი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ან აქსესუარი შეარჩიო და სფეის განვადებით მომენტალურად შეიძინო. თან, მომდევნო შენაძენზე 25%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლებ. გაითვალისწინე, მიღებული ვაუჩერის გამოყენებას 15 ნოემბრამდე შეძლებ.
7. შეარჩიე ტელეფონი hap.ge-ზე, დასაჩუქრდი ყურსასმენით ან დამტენით
რატომ უნდა შეიძინო ტელეფონი სხვაგან, როდესაც იცი, რომ hap.ge-ზე ნებისმიერი მოდელის სფეის განვადებით შეძენის შემთხვევაში მათგან საჩუქარსაც მიიღებ? თან, თავად ირჩევ რომელი გირჩევნია, ყურსასმენი თუ დამტენი.
8. შეარჩიე მინიმუმ 500 ლარიანი ეტლი chicbebeshop.ge-ზე, დასაჩუქრდი 100₾ ვაუჩერით
მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება, ნივთების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. თუ საბავშვო ეტლის შეძენას აპირებ და გინდა არჩევანი საუკეთესოზე გააკეთო, მაშინ chicbebeshop.ge-ს ვებგვერდს ესტუმრე. თან, მინიმუმ 500 ლარიანი ეტლის შეძენისას, 100₾ ვაუჩერითაც დასაჩუქრდები.
სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!