სფეისი

5 რჩევა, საშენო სკუტერის შესაძენად

საქართველოში სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მგზავრობენ ეკოლოგიური ტრანსპორტით და სარგებლობენ სერვისებით, რომლებიც ზოგავს მათ დროსა და ფულს. ქვეყანაში ბოლო დროს მომრავლებული ფერადი სკუტერები ერთი მხრივ ამ ტენდენციის, მეორე მხრივ კი მისი ახალი თაობის თავისუფლების სიმბოლოდ ქცევის დასტურია.

თუ შენც გიფიქრია, რა კარგი იქნებოდა დატვირთულ სამუშაო გრაფიკში ლამაზი სკუტერით საცობების თავიდან არიდება, მაგრამ არ იცოდი, როგორ აგერჩია ის, ან უბრალოდ ძველი სკუტერის ახლით შეცვლა გინდა, ამ ბლოგში ჩვენი და სფეისის მეგობარი სკუტ სკუტის რჩევებს გავაერთიანებთ.

1.დამწყები მძღოლი ხარ თუ გამოცდილი?

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც სკუტერის შერჩევისას უნდა გაითვალისწინო, გამოცდილებაა. თუ დამწყები მძღოლი ხარ და ჯერ არ გაქვს სკუტერის მართვის გამოცდილება, ჯობს მეორად სკუტერზე შეაჩერო არჩევანი. მეორადი სკუტერები ბევრად მსუბუქი და შესაბამისად მარტივი სამართავია, ეს კი ახალ ტრანსპორტთან ადაპტაციის პროცესს ძალიან გაგიმარტივებს. იმ შემთხვევაში,თუ უკვე დიდი ხანია სკუტერს მართავ და შენი ერთგული თანამეგზურის განახლებას აპირებ, მაშინ დროა, საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთო და ახალი სკუტერების ჩამონათვალს გადახედო.

2.წინასწარ განსაზღვრე ბიუჯეტი

სკუტერის, ისევე როგორც ნებისმიერი ტრანსპორტის შერჩევისა და შეძენის პროცესს მეტწილად მისი ფასიც განსაზღვრავს. ამ ტრანსპორტის შემთხვევაში, მაღალი ფასი ყოველთვის ხარისხიანს არ ნიშნავს, და პირიქით. თუ შედარებით მცირე ბიუჯეტი გაქვს, შეგიძლია სკუტ სკუტის მეორად სკუტერებზე შეაჩერო არჩევანი და მშვიდად იყო, რადგან მათთან შეძენილი ყველა მეორად სკუტერს ერთ თვიანი გარანტია მოჰყვება.

თუ ახალი სკუტერის ყიდვას ფიქრობ და ბიუჯეტშიც არ ხარ შეზღუდული, სკუტ სკუტში შეგიძლია ორბობლიანი ტრანსპორტის მწარმოებელი ყველაზე დიდი ბრენდების, ჰონდას, იამაჰას და ვესპას ახალი სკუტერები შეარჩიო. ყველა ახალ სკუტერს მოყვება 1 წლიანი/12000 კმ გარანტია.

3.როგორია შენი ყოველდღიური მარშრუტი?

შორი დისტანციების დაფარვა და ქალაქიდან გასვლა თუ ხშირად გიწევს, მაშინ ახალი სკუტერის შეძენას გირჩევთ, რადგან მეორადი სკუტერები 49 კუბიანია, სიჩქარეც ნაკლები აქვს და შორ გზაზე მაღალკუბიანი სკუტერით გადაადგილება ყოველთვის უფრო კომფორტულია.

იმ შემთხვევაში, თუ სკუტერს ქალაქში გადასაადგილებლად და საცობებისგან თავის ასარიდებლად ყიდულობ, ვფიქრობთ, მეორადი სკუტერიც მშვენიერი არჩევანია.

4.ყურადღება მიაქციე სკუტერის ზომას

სკუტერის შეძენამდე, მნიშვნელოვანია გატესტო მომავალი ტრანსპორტი და შეაფასო, რამდენად შეესაბამება მისი ზომა და სიმძიმე შენს პარამეტრებს. ამაში სკუტ სკუტის გუნდის წევრები შოურუმში სტუმრობისას დაგეხმარებიან და საშენო სკუტერსაც იქვე შეგარჩევინებენ. თან, შეგიძლია და ე.წ. “Test drive”-იც გაიარო და შეაფასო, რამდენად კომფორტული იყო შენი მგზავრობა.

5.როგორი დიზაინი მოგწონს?

ვინ თქვა, რომ ტრანსპორტის დიზაინს მნიშვნელობა არ აქვს? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშენო სკუტერის არჩევისას სწორედ სკუტერის დიზაინია.

თუ ვინტაჟურ, კლასიკური სტილის სკუტერებს ანიჭებ უპირატესობას Vespa გამორჩეული ფერებით და უკვდავი კლასიკური დიზაინით, იდეალური ვარიანტია. თუმცა თუ მეორადი სკუტერისკენ მიგიწევს გული, იგივე სტილის, იამაჰა ვინო ან ჰონდა ჯიორნო შეგიძლია შეარჩიო.

თუ უფრო თანამედროვე, ცოტა სპორტულ სტილს ეძებ მაშინ იამაჰას ან ჰონდას ახალ სკუტერებს შეგიძლია შეავლო თვალი. მეორადებში კი ჰონდა დიო ან ჰონდა თუდეი შეარჩიო.

ხოლო, თუ კლასიკური და თანამედროვე სტილის შერჩევა გადაწყვიტე იამაჰა ფასინო სწორედ შენთვისაა შექმნილი.

გაითვალისწინე ჩვენი რჩევები და თან სფეისისა და სკუტ სკუტის ერთობლივი აქციის ამბავიც არ გამოგრჩეს: თუ გსურს, შენთვის ზედგამოჭრილ ორბორბლიან ტრანსპორტს რაც შეიძლება მალე შეხვდე, შეარჩიე საშენო სკუტერი სკუტ სკუტში 18 ოქტომბრის ჩათვლით, შეიძინე სფეის განვადებით და მომენტალური ქეშბექი შენია! ახალ სკუტერებზე 400 ლარს, ხოლო მეორად სკუტერებზე 200 ლარს მომენტალურად დაიბრუნებ!

ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.