9 შეთავაზება სფეის განვადების პარტნიორი ონლაინ მაღაზიებისგან

თან, ხომ გახსოვს, სფეისში სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებითაც შეგიძლია სარგებლობა. ამ შემთხვევაში, ნივთში გადაიხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს და არც ერთი თეთრით ზედმეტს. უბრალოდ მის ღირებულებას გაყოფ 3 ტოლ ნაწილად და გადაანაწილებ მომდევნო 3 თვეზე.
1. შეიძინე ნებისმიერი ნივთი Vendoo.ge-ზე, მიიღე 5% ფასდაკლება
როცა საყიდლების ვრცელი სია გაქვს და ყველა ნივთის ერთ სივრცეში შეძენა შენთვის უფრო კომფორტულია, მაშინ Vendoo.ge-ზე სფეის განვადებით შოპინგი საუკეთესო გამოსავალია. ვენდუზე ტექნიკის, ტანსაცმლისა და აქსესუარების, თავის მოვლის, საყოფაცხოვრებო საშუალებების ან სხვა კატეგორიიდან ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში, 5%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ. გაითვალისწინე, ფასდაკლების ლიმიტი 150 ლარია.
2. შეიძინე Meama.ge-ს სტარტერ ნაკრები სპეციალურ ფასად
თუ დილის ენერგიულად და კარგ განწყობაზე დაწყება გინდა, ამაში Meama.ge-ს ყავის სტარტერ ნაკრები დაგეხმარება. ნაკრები ყავის აპარატისგან, 90 კაფსულისგან, მეტალის ჭიქისა და ჰოლდერისგან შედგება და მას მეამას კურიერი სახლში, სრულიად უფასოდ მოგიტანს.
3. შეარჩიე ნებისმიერი მოპედი Mopeddepot.ge-ზე, მიიღე 500 ლ ქეშბექი
თუ დიდი ხანია მოპედის შეძენას გეგმავ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ამ საქმეს სულ აჭიანურებდი, იქნებ ეს აქცია დაგეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში. გადახედე Mopeddepot.ge-ს ვებგვერდს, შეარჩიე ნებისმიერი მოპედი შენთვის მისაღები საფასო კატეგორიიდან და 500 ლარიანი ქეშბექი შენია! ქეშბექის მისაღებად მოპედ დეპოს წარმომადგენელი დაგიკავშირდება.
4. შეარჩიე ნივთი აუდიო/ვიდეო კატეგორიიდან Nido.ge-ზე, ისარგებლე 15% ფასდაკლებით
შენმა დღემ რომ იდეალურად ჩაიაროს, ზოგჯერ მხოლოდ კარგი მუსიკის მოსმენაც საკმარისია. Nido.ge-ს აუდიო/ვიდეო კატეგორიაში ფირსაკრავების, ყურსასმენების, დინამიკების, ფირფიტებისა და ფოტოაპარატების დიდი არჩევანია და მათგან ნებისმიერის სფეის განვადებით შეძენა 15%-იანი ფასდაკლებით, 24/7-ზე, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია.
5. იშოპინგე Domino.com.ge-ზე, მიიღე 10% ფასდაკლება შერჩეულ პროდუქტებზე
თუ სახლში რემონტს აპირებ, ან ინტერიერში თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებების შეტანა გინდა, დარწმუნებულები ვართ, Domino.com.ge-ზე სასურველი ნივთის აღმოჩენა არ გაგიჭირდება. უბრალოდ შეარჩევ პროდუქტს, დააჭერ სფეის განვადებით ყიდვას, დაასკანერებ QR კოდს პირდაპირ აპლიკაციიდან და რამდენიმე წუთში განვადებაც დამტკიცებულია.
6. მიიღე Metromart.ge-ს 10%-იანი ვაუჩერი, Denver-ის ელექტრო სკუტერის შეძენისას
ყველაზე ეკონომიურ და თან ეკოლოგიურ ტრანსპორტს თუ ეძებ, გირჩევთ, Metromart.ge-ს შეთავაზებას გადახედო. 16 დეკემბრის ჩათვლით, შეგიძლია Denver-ის ელექტრო სკუტერებიდან ნებისმიერი შეარჩიო, სფეისის ონლაინ განვადებით შეიძინო და 10%-იანი ვაუჩერი სახლში მიიღო. გაითვალისწინე, ვაუჩერის ვადა 1 წელია და მისი გამოყენება მხოლოდ მაღაზიაში სტუმრობისას შეგიძლია.
7. ისარგებლე 10%-იანი ფასდაკლებით Geovoice.ge-ზე შოპინგისას
მუსიკის შექმნა თუ შენი ჰობი, ან ძირითადი საქმიანობაა, Geovoice.ge-ს ვებგვერდს აუცილებლად უნდა ეწვიო. მარტივად შეარჩევ სასურველ ნივთს 10%-იანი ფასდაკლებით და ნივთსაც სახლიდან გაუსვლელად მიიღებ.
8. იშოპინგე Rugged.ge-ზე 10%-იანი ფასდაკლებით
მობილური ტელეფონის, ყურსასმენის, აუდიო სისტემის ან სხვა ტექნიკის შეძენას თუ აპირებ, Rugged.ge-ს ონლაინ მაღაზიას გადახედე. Მნიშვნელობა არ აქვს რომელ ნივთს შეარჩევ, სფეის განვადებით სარგებლობის შემთხვევაში 10%-იანი ფასდაკლებით 16 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლებ.
9. შეიძინე ნივთი საბავშვო ელექტრო მანქანების კატეგორიიდან Liloshop.ge-ზე, 10%-იანი ფასდაკლებით
ახალი წელი სულ უფრო ახლოვდება და ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულებაზე ზრუნვის მისიაში მშობლები უკვე ჩაერთვნენ. თუ გინდა, რომ შვილისთვის დაუვიწყარი საჩუქარი შეარჩიო, Liloshop.ge-ს ონლაინ მაღაზიას ესტუმრე, შეიძინე სათამაშო ელექტრო და დიდი მანქანების კატეგორიიდან სფეის განვადებით და ისარგებლე 10%-იანი ფასდაკლებით.
გაითვალისწინე, ყველა აქცია ძალაშია 16 დეკემბრის ჩათვლით.
სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!