ონლაინ სესხი

რატომ დავუთმეთ სფეის თამაში 18-22 წლის სფეისელებს?

სფეის თამაშის შესახებ ალბათ ცოტა მაინც გსმენია. თუ არა, არც ამაზე იდარდო. ამ ბლოგში ყველაფერს დეტალურად მოგიყვებით და ჩვენს სიახლეებსა თუ ცვლილებების მიზეზებშიც ძალიან მალე გაგარკვევთ.

 

მოდი, სულ თავიდან დავიწყებთ და გეტყვით, რომ სფეის თამაში ჩვენებური ლოიალობის პროგრამაა, რომელიც სფეისის სხვა სერვისებივით, ძალიან მარტივი, სახალისო და რაც მთავარია – მყისიერია. თამაშის წესებიც ასეთივეა, უბრალოდ იხდი სფეის ბარათით ან ასრულებ სხვა მისიებს, აგროვებ ვარსკვლავებს და საჩუქრდები.

 

რატომ გადავწყვიტეთ სფეის თამაშში ცვლილებების შეტანა? 

ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, კიდევ ერთხელ დავწრმუნდით, რომ პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკი და მისი ნებისმიერი პროდუქტი, ყველაზე მეტად ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი სტუდენტებსა და მათ სურვილებს უნდა ერგებოდეს. ლოგიკურია, არა? თანამედროვე ტექნოლოგიები და მარტივი საბანკო სერვისები სწორედ იმ ადამიანებისთვის უნდა იქმნებოდეს, ვინც ყველაზე ნათლად ხედავს მათ საჭიროებასა და სარგებელს.

 

ამასთან ერთად, ჩვენს თავს ერთი ძალიან საპასუხისმგებლო მისიაც დავუწესეთ. გვინდა, სფეისი სტუდენტებისთვის საბანკო პროდუქტების ერთგვარი გზამკვლევიც გახდეს. თუ ცოტა დაგაბნიეთ, ახლავე აგიხსნით ყველაფერს.

 

სფეის თამაში საბანკო პროდუქტებში ახალგაზრდების გზამკლვევი გახდება

ალბათ ყველას გვახსოვს ზრდასრულობის პირველი წელიწადი და ის ემოციები, როცა პირველად იღებ სადებეტო ბარათს, პირველად იხდი კომუნალურებს მშობლებისგან დამოუკიდებლად, ან პირველად ხსნი ბანკში ყულაბას ფულის დასაგროვებლად. Შენს პირველ ბანკთან დაკავშირებული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება თითქოს კიდევ უფრო გარწმუნებს, რომ უკვე დამოუკიდებელი, ზრდასრული ადამიანი ხარ, მაგრამ თან ძალიან ბევრ კითხვასაც გიჩენს და ყველაფერში გარკვევის სურვილს გიმძაფრებს. ცდილობ, უყურადღებობისა და გამოუცდელობის გამო არაფერი გამოგრჩეს ან შეგეშალოს.

 

ჰოდა, იმ სფეისელების, ვინც ახლა იწყებს საბანკო სერვისებში გარკვევას, ჩვენ მოვუყვებით, რა უნდა იცოდნენ თითოეული პროდუქტის შესახებ, სანამ რომელიმე სერვისით პირველად ისარგებლებენ და თან, მეტი მოტივაციისთვის განახლებულ სფეის თამაშში საჩუქრებსაც დავახვედრებთ.

 

როგორია განახლებული წესები?

ალბათ წინა აბზაციდან უკვე მიხვდებოდი, რომ სფეის თამაშში მონაწილეობას ყველა სფეისელი ვეღარ შეძლებს. განახლებული წესების მიხედვით, თამაშში მონაწილეობა მხოლოდ 18-22 წლის მომხმარებლებს შეუძლიათ.

 

შეიცვალა თამაშის ხანგრძლივობა და გამარჯვებულების რაოდენობაც. ამჯერად 100-ის ნაცვლად, უკვე 150 ყველაზე აქტიურ სფეისელს დავასაჩუქრებთ და მათი ვინაობა ყოველ მეორე პარასკევს, 18:00 საათზე გაირკვევა.

 

საჩუქრებიც ხომ გაინტერესებს?

განახლებულ სფეის თამაშში მხოლოდ ფულადი პრიზების ნაცვლად, 10-დან 1000 ლარამდე თანხასთან ერთად, უკვე ყურსასმენები, ფოტოაპარატი, სათვალე და მეგობარი ბრენდების ვაუჩერებიც გელოდება.

 

აქვე, ჩვენს პარტნიორებსაც გაგაცნობთ. ამ ეტაპზე, სფეისის მეგობარი ბრენდები არიან:

  • პსპ
  • მინისო
  • ველი
  • ბოლტი
  • სულაკაურის გამომცემლობა
  • ალტერსოქსი
  • ვოლტი

 

აბა, მზად ხარ თამაშის დასაწყებად?

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.