რატომ უნდა იყო მარტო ვალენტინობის დღეს

გაიხსენე, დღეს უკვე რამდენი ბლოგი შეგხვდა რჩევებზე, რომელიც შენი პარტნიორისთვის იდეალური ვალენტინობის საჩუქრის შერჩევაში გეხმარება. ან იქნებ სქროლვისას ისეთ პოსტს წააწყდი, რომელშიც საუკეთესო ლოკაციების რეკომენდაციებს გიზიარებენ 14 თებერვლის გასატარებლად. გპირდებით, ამ ბლოგში მსგავსს ვერაფერს გაიგებ 😉

ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, მივხვდით, რომ სიყვარულის დღის აღნიშვნისთვის პარტნიორის ყოლა საჭირო სულაც არაა. და იქნებ პირიქითაც იყოს, 14 თებერვალი საკუთარ თავთან გასატარებლად საუკეთესო დრო შეიძლება აღმოჩნდეს. ახლავე მოგიყვებით, როგორ და რატომ…



1. არანაირი მოლოდინები და პასუხისმგებლობა

ხომ გაგიგია, ბავშვობის პერიოდს უფროსები ნოსტალგიით რომ იხსენებენ ხოლმე? როგორც წესი, ამ მონატრების მიზეზი ნაკლები პასუხისმგებლობები და ვალდებულებებია ხოლმე. ასეთი ადამიანების ალბათ ყველას კარგად გვესმის. მეტიც, შეიძლება შენც გქონია ასეთი ნატვრა.  Მართლა ასეა, ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, როცა გარშემო მყოფებს შენს მიმართ განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვთ და, შენც მეტი თავისუფლება გრჩება აკეთო ის, რაც ნამდვილად გინდა.

2. თავიდან აირიდებ საჩუქრის შერჩევის დაუსრულებელ პროცესს

შენც გინერვიულია იმაზე, რომ საგულდაგულოდ შერჩეული საჩუქარი, ადრესატს შეიძლება საერთოდ არ მოეწონოს? არადა, რამდენი დრო, ენერგია და თანხა სჭირდება კარგი საჩუქრის ყიდვას. თუ ვალენტინობას მარტო ატარებ, ამ თავის ტკივილსაც მარტივად გაექცევი.

3. საყვარელ კვების ობიექტში დანაშაულის გრძნობის გარეშე ივახშმებ

14 თებერვალს ვახშმის დაგეგმვასაც კი ხშირად ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით ხოლმე. არადა, შეიძლება სულ არ გინდოდეს ძვირადღირებულ რესტორანში წასვლა, სადაც ანგარიშის მოტანას ზოგჯერ შიშითაც კი ელოდები და გირჩევნია რომელიმე სწრაფი კვების ობიექტში შეიარო. თუ ამ დღეს მარტო გაატარებ, არჩევანში სრულიად თავისუფალი იქნები და სურვილის შემთხვევაში, სახლში ვახშმობის იდეასაც ვერავინ დაგიწუნებს.

4. დაზოგილ ფულს მხოლოდ შენი სურვილების მიხედვით გამოიყენებ

საჩუქრებში და რომანტიკულ ვახშამში დაზოგილი თანხა უფრო სასარგებლოდ, თუნდაც შენთვის დიდი ხნის ნანატრი ნივთის შესაძენად შეგიძლია გამოიყენო. ან საკუთარი თავისთვის რაიმე სასიამოვნო დაგეგმო.

მაგალითად:

      • იყიდო ფიტნეს კლუბის აბონიმენტი და დაიწყო ვარჯიში
      • მოიწყო განტვირთვის დღე სპაში
      • ჩაიტარო თავის მოვლის პროცედურები, რომელსაც ვერასდროს მოაბი თავი
      • იყიდო საყვარელი ჯგუფის კონცერტის ბილეთი
      • დაესწო საგანმანათლებლო კურსებს

და ა.შ.

ჰო მართლა, თუ ფულის დახარჯვა საერთოდ არ გინდა, შეგიძლია სფეის ყულაბაში გადადო და თან, მომავალში, უფრო დიდი მიზნების მისაღწევად დამატებითი სარგებელიც დაგერიცხება 😉

5. საკუთარ თავთან დროს ხარისხიანად გაატარებ

“Quality time”-ის შესახებ ხომ გსმენია? ჰოდა, ვალენტინობა იდეალური დღეა იმისათვის, რომ ყურადღებით მოუსმინო საკუთარ თავს და სურვილებს, დაუთმო დრო შენს ჰობის, წიგნის კითხვას, საყვარელი სერიალის ახლიდან, თუნდაც მეათედ ყურებას, ან სულაც კარგად გამოძინებას.

მოკლედ, თუ ამ ბლოგის წაკითხვამდე შენც გაწუხებდა ფიქრები, რომ ამ დღეს სხვები უფრო საინტერესოდ შეიძლება ატარებდნენ, ან უბრალოდ არ გაგიმართლა, რომ ვალენტინობას მარტო ხვდები, იმედი გვაქვს, ახლა ასე აღარ ფიქრობ და რამდენიმე იდეა მაინც გაგიჩნდა, როგორ გაატარო 14 თებერვლის დარჩენილი საათები საინტერესოდ.

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.