რა უნდა იცოდე სანამ რესტორანში წახვალ

ალბათ შენც ვერ წარმოგიდგენია იდეალური ზაფხული მეგობრებთან ერთად გატარებული საღამოების, ახალი ადგილების აღმოჩენის, შენს საყვარელ რესტორნებში გემრიელი კერძებისა და სასმელების დაგემოვნების გარეშე.
ისეთი შემთხვევაც ბევრი გექნებოდა, როცა წინასწარ შერჩეულ ადგილას მისულს, თავისუფალი მაგიდა არ დაგხვედრია. ჰოდა, მაგიდის გათავისუფლების იმედით რიგში დგომის დისკომფორტის თავიდან ასარიდებლად, TKT.GE-მ მომხმარებლებს რესტორნის დაჯავშნის ონლაინ სერვისი შესთავაზა.როგორ უნდა დაჯავშნო მაგიდა ონლაინ?
პროცესი ძალიან მარტივია და სულ რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
- შედი TKT.GE-ს ვებგვერდზე და აირჩიე რესტორანი
- აირჩიე სტუმრობის თარიღი, საათი და სტუმრების რაოდენობა
- დააჭირე დაჯავშნას, გადაიხადე რეზერვაციის თანხა და თუ ხარ TKT Club-ის წევრი, დაიბრუნე თანხა სრულად!
რაც მთავარია, სტუმრობამდე აუცილებლად გადაამოწმე, ხომ ნამდვილად თან გაქვს სფეის ბარათი ან Apple Pay-ში დამატებული ჩვენი ბარათი.
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რატომ უნდა გადაიხადო რესტორანში სფეის ბარათით?
თუ კვების ნებისმიერ ობიექტში თანხას სფეის ბარათით გადაიხდი, მისი 5% მომენტალურად დაგიბრუნდება სფეის ბარათზე. თან ხომ იცი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ რესტორანში ან რას მიირთმევ, ფული უკან ნებისმიერ შემთხვევაში დაგიბრუნდება.
აქვე, არ დაგავიწყდეს, ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტი თვეში 100 ლარია. ეს ნიშნავს, რომ თვის განმავლობაში, თუ შენ მიერ დაგროვილი ქეშბექი 100 ლარს მიაღწევს, ამავე თვეში გადახდილ თანხაზე მეტი ფული უკან აღარ დაგიბრუნდება.გემრიელად მიირთვი!გაითვალისწინე, კვების 5%-იანი ქეშბექის შეთავაზება დასრულდა 2021 წლის 5 აგვისტოს.