სფეისი

განახლებული Space – v1.1.9

საუკეთესო მხოლოდ მაშინ ხარ, თუ გაქვს უნარი, გადახედო განვლილ გზას და მიხვდე, რა შეგეძლო გაგეკეთებინა უკეთესად. განვითარდე, ნიშნავს გვერდით გადადო სიზარმაცე და მუდამ არსებულის გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული.

ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ ხშირად ბევრ კომპანიას დიდად არ ვაინტერესებთ და ჩვენი ხმა მათ ყურამდე არ მიდის. ჩვენთან, სფეისში კი, ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ თქვენ კომენტარებს ექცევა (ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს ვამჩნევთ ?) და ჩვენი დეველოპერების ყოველდღიურ წესრიგშიც მთავარი ადგილი სწორედ ნიუანსების გაუმჯობესებას უჭირავს.

პატარა ნაბიჯი სფეისისთვის, დიდი ნაბიჯი შენთვის

ზაფხული ყველას გვიყვარს, არა? ზღვა, მთა, სოფელი, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ. რა სჯობს, დამღლელი წლის მერე შვებულების აღებას, მესენჯერში სამუშაო ჩათების გაჩუმებას, ინსტაგრამისთვის უამრავი ფოტოს შეგროვებას (ნაწილი Facebook-ისთვისაც წავა) და ახალ თავგადასავლებში ჩაყვინთვას.

ჰო, აი, ჩვენი დეველოპერების ჯგუფი ამ სიხარულში წელს ვერ აგყვება ? სანამ დამსახურებული დასვენების თითოეული წუთით ტკბებოდი, ჩვენ მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით, შენი სექტემბერი კიდევ უფრო სასიამოვნო და მარტივი რომ გაგვეხადა.

მოკლედ, კოლამბია ფიქჩერზი წარმოგიდგენთ განახლებულ სფეისს, – Space N-ს (სცენარის ავტორი, აღმასრულებელი პროდიუსერი და რეჟისორი – ზაფხულის ცხელ დღეებში ყავით გაჭყეპილი სფეისის გუნდი).

რა შეიცვალა?

✅ კომუნალური გადახდების შაბლონი – აწი უკვე თავისუფლად შეგიძლია, შექმნა კომუნალური გადახდების შაბლონები, აკონტროლო დავალიანებები და თითის ერთი დაჭერით გადაიხადო ყველაფერი

✅ კომუნალურების კალათა – ვიცით, რომ ონლაინ ხშირად შოპინგობ. ჩვენც. მარტივია, როცა შეგიძლია სასურველი პროდუქტები მონიშნო, ვირტუალურ კალათაში ჩაყარო და შემდეგ, ერთიანად გადაიხადო.

სწორედ იგივე გამოცდილება გადმოვიტანეთ სფეისშიც. დღეიდან შეგიძლია, ერთ კალათაში ჩაყარო ყველა შენი კომუნალური, შემდეგ კი ხელის ერთ მოსმაში დაფარო დავალიანება (ის გახსოვს ხომ, სფეისი კომუნალურების გადახდისას საკომისიოს რომ არ გაჭრის?)

✅ გაიზარდა სესხის ლიმიტი – ჰო, აბა? ისიც კარგად ვიცით, როგორ უცებ შეიძლება დაგჭირდეს ფული სხვადასხვა რამისთვის: სახლის რემონტი, მანქანის შეძენა, სწავლის ფული, დაოჯახება, განოჯახება, ორმოცი წლის ასაკში დისნეილენდში მოგინდა წასვლა, ახალი ლეპტოპი გამოუშვეს, რომელიც შენს ნაცვლად კითხულობს ამ ტექსტს და მოკლე შინაარსს გიყვება… მოკლედ, ამა და სხვა მიზეზების გამო სესხის ლიმიტი 8000-დან 25 000 ლარამდე გავზარდეთ, ასე რომ, შეგიძლია 100-დან 25 000 ლარის ჩათვლით ნებისმიერი რაოდენობის თანხა მოითხოვო და პასუხს, რა თქმა უნდა, ისევ მომენტალურად მიიღებ

✅ წესით, აქ უნდა მოვრჩენილიყავით, არა? ვერ მოგართვით ? თვითონ სესხის აღების პროცესიც კიდევ უფრო გავამარტივეთ და ახლა შეგიძლია უფრო სწრაფად შეავსო განაცხადი და ფულიც უფრო სწრაფად დაისვა სასურველ ანგარიშზე

როგორც ხედავ, საკმაოდ პროდუქტიული ზაფხული გვქონდა (ჩვენს ინსტაგრამებს თუ არ ჩავთვლით). ზემოთაც ვახსენეთ, – სიზარმაცე არ არის ის, რასაც ჩვენ ვართ შეჩვეული და მთავარი საფიქრალი ყოველთვის არსებულის გაუმჯობესება, თქვენი ხმის ჩვენს ყურამდე მოტანაა. გაჩერებას კი ნამდვილად არ ვაპირებთ და სულ მალე დაგიბრუნდებით ახალი რელიზით.

ასე რომ, არ გადართოთ და დარჩით სფეისის ტალღაზე ?

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.