სფეისი

V 1.4.8 კიიიდევ უფრო განახლებული სფეისი

მიუხედავად იმისა, რომ არსად წავსულვართ და მთელი ეს დრო შენ გვერდით ვიყავით, პირობითად გამოვიყენებთ ამ სიტყვას და გეტყვით – ჩვენ დავბრუნდით. რა თქმა უნდა არა ხელცარიელი, – ეგრე როდის დავრბუნებულვართ, რო.

თქვენ წინაშეა კიიიდევ უფრო განახლებულ აპლიკაცია ☺️ უკვე ხომ კარგად იცი, რომ ჩვენ მუშაობას არასდროს ვწყვეტთ და აპლიკაციის მთელი ეს ჭრა-კერვის პროცესი მხოლოდ იმაზეა მომართული, შენი სურვილები და მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, რომ უფრო ბედნიერად თუ არა, მინიმუმ უფრო მარტივად განაგრძო ცხოვრება ?

კითხვა: ინსტაგრამზე და facebook-ზე სთორიების (სთორიები – რანაირად ჟღერს, არა?) თვალიერება გიყვარს? არ თქვა, რომ არა. მაინც არ დაგიჯერებთ ისევე, როგორც არია სტარკზე სპოილერს არ დავუჯერეთ, ვითომ მეორე სერიაში რომ კვდება ?

ახლა რა ხდება

GOT-ზე კიდევ აუცილებლად ვილაპარაკებთ (მინიმუმ შემდეგი თვენახევარი), მაგრამ ახლა ცოტა ხნით აპლიკაციას დავუბრუნდეთ… განახლებულ ვერსიაში მთავარი სიახლე, არც მეტი, არც ნაკლები, სწორედაც რომ სთორიებია (ყოველ ჯერზე უფრო რაღაცნაირად ჟღერს ?) – ისევე როგორც შენს საყვარელ აპებში, დღეიდან ჩვენთანაც ყოველდღიურად სთორიები დაგხდვება, შენთვის საინტერესო და შენზე მორგებული ინფორმაციის უფრო მარტივად მისაღებად. უბრალოდ ამოწიე აპლიკაციის ქვედა გვერდი და გაეცანი ყველა სიახლეს.

ერთი, ორი, სამი, ოთხი, წავიდაა…

სთორიები (მარტო ჩვენი ყური ვერ ეჩვევა? „ამბავი” ვითომ მოსულა? მაგრამ „სთორი” ჰქვია ფუნქციას და ჰა) ოთხ ძირითად კატეგორიად იქნება დაყოფილი.

სფეის ამბები

შავი ხვრელის პირველ ფოტოს კი გილოცავთ (და კიდევ ერთხელ რომ გააცნობიერო რამდენად პატარა ხარ სამყაროში აქვე შეგახსენებთ, რომ მისი მასა 6.5 მილიარდჯერ აღემატება მზისას), მაგრამ სფეისურ ამბებში ძირითადად ჩვენი ციფრული ბანკის შესახებ მოგიყვებით. ნახავ შენთვის ყველა საინტერესო სიახლეს – რა გავაუმჯობესეთ, შევცვალეთ…

შეთავაზებები

რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგრჩეს. აქ მოხვდება ექსკლუზიური შეთავაზებები სფეისელებისთვის, სხვადასხვა საინტერესო გათამაშება და ა.შ.

შენი სფეისი

უფრო კარგად რომ იცოდე, რამდენს რაში ხარჯავ და ბევრად მარტივად მართო შენი ფული და სურვილები, ყოველკვირეულად გამოგიგზავნით შენი ფინანსების მოძრაობის ანალიტიკას.სფეისში პროცესების კიდევ უფრო გამარტივებისთვის უკვე რამდენიმე თვეა, რაც სესხის აღებისასშემოსავლების დადასტურება შეგიძლია ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. ამ ფუნქციით ჩვენ ავტომატურად ვამოწმებთ შენს შემოსავლებს შემოსავლების სამსახურში ისე, რომ არ გაწუხებთ. შეგიძლია მშვიდად განაგრძო იმის კეთება, რაც გიყვარს და ღამის ორ საათზე ისედაც გადაღლილი ბუღალტერი არ გააღვიძო, რომ როგორმე დაფაცურდეს და ხელშეკრულება გადმოგიგზავნოს, რომელსაც მერე შენით ატვირთავ.

ისე, მანამდე თუ გაინტერესებს, რა პირობით შეიძლება დაგიმტკიცდეს სესხი სფეისში, ჩვენი უმარტივესი კალკულატორით გაიგებ მიახლოებით რიცხვებს.

ეს ფუნქციონალი რამდენიმე თვეა რაც დავნერგეთ, თუმცა მანამდე საპილოტე რეჟიმში გვქონდა. ბევრს რომ აღარ მივედ-მოვედოთ, ჩვენ რა თქმა უნდა არ ვწყვეტთ მუშაობას და უფრო მეტი საინტერესო იდეის განსახორციელებლად ვემზადებით. დაელოდე სფეისის კიდევ უფრო ახალ ვერსიას ?

ღილაკზე თითის ერთი დაჭერით

აქ დაგხვდება ბლოგები და ვიდეოები შენთვის საინტერესო ზოგად თემებზე, სიახლეებზე, სამყაროში აქტუალურ საკითხებზე. მოკლედ, როგორც ვიცით ხოლმე 😀 ასე რომ, დღეიდან არა მხოლოდ ფულის სამართავად, არამედ საინტერესო ამბების გასაგებადაც შეგიძლია შემოხვიდე სფეისში.

ჩვენ გვჯერა, რომ არა ერთი, ორი ან თუნდაც სამი, არამედ – სამასი, ხუთასი და მეტი გზა არსებობს მიზნამდე მისასვლელად. შესაბამისად, როცა ვფიქრობთ, კიდევ რა შეგვიძლია შევმატოთ ჩვენს აპლიკაციას, ანუ – შენს ცხოვრებას, მრავალ გზას მიმოვიხილავთ და ვარჩევთ საუკეთესოებს. ჰოდა, ბარემ კიდევ ერთი სიახლეც იხილე ქვემოთ (თითქოს ეს რომ არ დაგვეწერა, არ ნახავდი).

წასაკითხი

    გამოიწერე სიახლეები და შეთავაზებები

    არასდროს გამოტოვო უახლესი ამბები სფეისიდან
    შესანიშნავია, შენ წარმატებით ჩაეწერე ჩვენ სიაში!
    უი, გამოწერის შეცდომა, გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.

    შემდეგი

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.