ბიზნეს დაკრედიტების მენეჯერი

სფეისის გუნდში ვეძებთ ბიზნეს დაკრედიტების მენეჯერს

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ

  • თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, გამბედავი, გიყვარს ანალიტიკური აზროვნება, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

შენ:

  • იმუშავებ სფეისის ინოვაციური დისტანციური სესხების რისკებზე
  • განიხილავ შემოსულ განაცხადებს და საჭიროებისამბერ შეიტან ცვლილებებს დამტკიცებისას
  • იზრუნებ პორტფელის ხარისხზე
  • იმუშავებ პროდუქტის გუნდთან ერთად საკრედიტო პროდუქტის განვითარებაზე

პოზიციისთვის მნიშვნელოვანია:

  • ბიზნეს დაკრედიტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • LMS-სა და ექსელის პროგრამების ცოდნა
როგორ დაგვიკავშირდე?
  • შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
    CV_ების მიღების ბოლო ვადაა 16 აგვისტო
    *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.