განვადების სპეციალისტი
ჩვენს შესახებ
ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.
ვის ვეძებთ ? განვადების სპეციალისტს
- ვისაც არ ეშინია გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
- რომელიც არის ენერგიული, მოტივირებული და მზრუნველი
- უყვარს ადამიანები, მათი დახმარება და აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- შეუძლია აზრის მარტივად და გასაგებად გადმოცემა
- მოსწონს სფეისის პროდუქტი და უნდა აქ მუშაობა
რას გააკეთებ?
- საცალო ვაჭრობის ობიექტებზე მისულ მომხმარებელს გააცნობ სფეისს, სფეისის განვადების პირობებს, უპირატესობებს
- საჭიროების შემთხვევაში ასწავლი აპლიკაციით სარგებლობას, დაარეგისტრირებ, დაეხმარები რომ ისარგებლოს QR კოდით
როგორ დაგვიკავშირდე?
- შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება. *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები
სასურველია:
- იყო კომუნიკაბელური და გსიამოვნებდეს სხვების დახმარება
- გიყვარდეს ტქნოლოგიები და მარტივად შეგეძლოს აპლიკაციაში გარკვევა
- დაგეხმარება, თუ გაქვს გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

შეუკვეთე სფეის ბარათი
პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.