გუნდის კაპიტანი

სფეისში ვეძებთ გუნდის კაპიტანს

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გუნდთან ერთად შექმნი და განავითარებ სფეისის საბანკო პროდუქტებს.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

შენ:

  • იქნები კროსფუნქციური გუნდის კაპიტანი
  • განსაზღვრავ პროდუქტის ხედვას და სტრატეგიას, შეიმუშავებ პროდუქტის განვითარების გზას
  • უზრუნველყოფ მომხმარებლის საჭიროებების პროდუქტის მიზნებსა და მახასიათებლებში გადათარგმნას
  • უნდა გესმოდეს ბიზნესის საჭიროებები და მის საპასუხოდ შექმნი პროდუქტის მახასიათებლებს
  • აიღებ სრულ პასუხისმგებლობას პროდუქტსა და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების მართვაზე
  • იქნები პასუსხისმგებელი KPI-ების შესრულებაზე

ამ პოზიციაზე დაგჭირდება:

  • ანალიტიკური უნარები
  • კომუნიკაციის უნარი, რაც დაგეხმარება დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის მართვაში
  • გუნდის მართვის გამოცდილება
  • ტექნიკური პროდუქტის მართვის გამოცდილება
  • ბიზნესის, ტექნოლოგიების და დიზაინის კუთხით ხედვა

  • საბანკო პროდუქტების შექმნის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
როგორ დაგვიკავშირდე?
  • შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
  • *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.