მარკეტინგის მენეჯერი

სფეისის გუნდში ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ დაგეგმო საინტერესო მარკეტინგული კამპანიები.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ

თუ ხარ ცნობისმოყვარე და ენერგიული, გიყვარს ინოვაციური კამპანიების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

შენ:

  • დაგეგმავ მარკეტინგულ კამპანიებს და გუნდთან ერთად უზრუნველყოფ მათ შესრულებას
  • მონაწილეობას მიიღებ საკომუნიკაციო კონტენტის შექმნაში
  • იმუშავებ დიზაინერების, ციფრული მარკეტინგისა და პროდუქტის გუნდებთან
  • გუნდთან ერთად იმუშავებ საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაზე
  • ჩაერთვები კომუნიკაციის მედია გეგმის შედგენაში, აღსრულებასა და მონიტორინგში

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • მარკეტინგში მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
როგორ დაგვიკავშირდე?
  • შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

    *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.