მონაცემთა ბაზის დეველოპერი

სამუშაოს აღწერა

სფეისის გუნდში ვეძებთ რეპორტინგის მენეჯერს. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ

  • თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული გიყვარს მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მუდმივად  ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

შენ:

  • სხვადასხვა წყაროდან წამოიღებ და გააანალიზებ მონაცემებს
  • შეაგდენ view-ებს, ააწყობ ETL-ებს
  • გააკეთებ პროცედურების მოდიფიკაციას
  • იზრუნებ Power BI რეპორტების სისტემის განვითარებაზე

პოზიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება შემდეგ მიმართულებებში:

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა
  • SQL Server Integration Service

კარგი იქნება რომ გქონდეს საბანკო/საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება

  • აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა
როგორ დაგვიკავშირდე?
  • შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
    CV_ების მიღების ბოლო ვადაა 16 აგვისტო
    *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები

შეუკვეთე სფეის ბარათი

მიიღე ბარათი სრულიად უფასოდ, ნებისმიერ ადგილას.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.