ორგანიზაციული რისკების ექსპერტი
სფეისის გუნდში ვეძებთ ორგანიზაციული რისკების ექსპერტს
ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული საბანკო პლატფორმა საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.
შენ:
- თუ ხარ ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
- არ გეშინია ექსპერიმენტების, გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
- შეძლებ, იყო თვითორგანიზებული გუნდის წევრი
მნიშვნელოვანია რომ:
- შეგეძლოს სხვადასხვა მცირე პროექტების მართვა
- შეგეძლოს პროცედურების შექმნა/შეფასება
- თავისუფლად ფლობდე ინგლისურ და რუსულ ენებს
რას გააკეთებ?
- დააორგანიზებ და მართავ მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს სხვადასხვა შეხვედრებს, შეადგენ შეხვედრების კალენდარს და განრიგს, დააორგანიზებ და მართავ შეხვედრებს, შეადგენ შეხვედრების ოქმებს და გაუწევ ზედამხედველობას შეხვედრაზე შეთანხმებული საკითხების დადგენილ შესრულებას
- მონაწილეობას მიიღებ ორაგნიზაციული რისკების მართვის მიმართულებით სხვადასხვა პროექტებში
- მონაწილეობას მიიღებ რისკების საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაში
- გააკეთებ შედეგების რეპორტინგს
როგორ დაგვიკავშირდე?
- შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება. *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები

შეუკვეთე სფეის ბარათი
პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.