პილოტი

ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ?
პილოტს: 

  • ვისაც არ ეშინია გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის 
  • რომელიც არის ენერგიული, მოტივირებული, პუნქტუალური 
  • უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • აქვს მოპედის მართვის გამოცდილება 
  • აქვს A, A1 ან B, B1 კატეგორიის მართვის მოწმობა 
  • აქვს მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება 
  • კარგად იცის თბილისის ქუჩები და საგზაო ნიშნები

რას გააკეთებ?

  • სფეისის მომხმარებელს მიუტან პროდუქტებსა და საჩუქრებს 
  • ამანათის ჩაბარებისას გააცნობ მომხმარებელს სფეისის ბარათით სარგებლობის ძირითად პრინციპებს და საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს მისცემ გარკვეული ტიპის ინსტრუქციას. 
როგორ დაგვიკავშირდე?
  • გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება. რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.