სერვის ექსპერტი
სფეისის გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს
ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული საბანკო პლატფორმა საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.
ვის ვეძებთ?
- სერვის ექსპერტს, ოპერაციების კომპეტენციის ცოდნის ცენტში
- რომელიც არის ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
- ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების, გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
- ვინც შეძლებს, იყოს თვითორგანიზებული გუნდის ნაწილი
- ვისაც აქვს არაფინანსური რისკების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (საოპერაციო რისკები/შესაბამისობის რისკები)
მნიშვნელოვანია:
- გქონდეს დოკუმენტებთან/ხელშეკრულებებთან მუშაობის გამოცდილება
- გქონდეს პროცედურების შექმნა/შეფასების გამოცდილება
- თავისუფლად ფლობდე ინგლისურ და რუსულ ენებს
- გქონდეს 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით
რას გააკეთებ?
- შიდა ბიზნეს პროცესების შექმნა, შეფასება, დამტკიცება
- შიდა ბიზნეს პროცესების ანალიზი და მონიტორინგი
- შედეგების რეპორტინგი
- პროდუქტული გუნდების მხარდაჭერა, კერძოდ: რისკების შეფასება, რეკომენდაციების გაცემა და დადასტურება
- სხვადასხვა სტრატეგიებზე მუშაობა
- საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა რისკების მიმართულებით
როგორ დაგვიკავშირდე?
- შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება. *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები

შეუკვეთე სფეის ბარათი
პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.