სტაჟირება მარკეტინგის გუნდში

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.

ვის ვეძებთ?
თუ ხარ:

  • ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული
  • გაინტერესებს მარკეტინგი და გინდა საინტერესო გამოცდილების მიღება
  • არ გეშინია ექსპერიმენტების, გამოწვევებისა და სიახლეების
  • მუდმივად  ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში
  • მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის

მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

რას გააკეთებ?

  • მიიღებ მონაწილეობას საკომუნიკაციო გეგმის შექმნასა და აღსრულებაში
  • მიიღებ მონაწილეობას საკომუნიკაციო კონტენტის შექმნაში
  • ჩაერთვები საკომუნიკაციო არხების მართვაში
  • მონაწილეობას მიიღებ ბრენდის მართვასა და სტრატეგიის აღსრულებაში

პოზიციისთვის სასურველია რომ გქონდეს

  • მარკეტინგის მიმართულებით მიღებული განათლება
როგორ დაგვიკავშირდე?
  • შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

    *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.