უფროსი DevOps სისტემური ინჟინერი

სამუშაოს აღწერა

სფეისის გუნდში ვეძებთ უფროს DevOps სისტემურ ინჟინერს. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ

  • თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული, გიყვარს რთული სისტემების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად  ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

    შენი ამოცანა იქნება ბანკის ინფრასტრუქტურის სხვადასხვა კომპონენტის დანერგვა, კონფიგურაცია და მონიტორინგი.

პოზიციისთვის სასურველია შეგეძლოს:

  • AWS ინფრასტუქტურის მართვა
  • Kubernetes კლასტერის მართვა
  • მონაცემთა ბაზების მართვა: Microsoft SQL Server, Oracle Database, PostgeSQL
  • ოპერაციული სისტემის ადმინისტრირება: Redhat-ის ოჯახის Linux, Microsoft Windows
  • მონიტორინგის სისტემა: Zabbix ან Nagios

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობა
  • ინდუსტრიის Best Practice-ების გამოყენება
  • საერთაშორისო პროექტზე მუშაობა
  • პროფესიული ზრდა საუკეთესო გუნდთან ერთად

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • Scrum Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
როგორ დაგვიკავშირდე?
  • დაინტერესების შემთხვევაში გაიარე რეგისტრაცია - https://space.ge/career/ - ზე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
    *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.

შეუკვეთე სფეის ბარათი

მიიღე ბარათი სრულიად უფასოდ, ნებისმიერ ადგილას.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.