ფროდ მენეჯერი
სფეისის გუნდში ვეძებთ ფროდ მენეჯერს
ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული საბანკო პლატფორმა საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.
ვის ვეძებთ?
- ფროდ მენეჯერს, ოპერაციების კომპეტენციის ცოდნის ცენტში
- რომელიც არის ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
- ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების, გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
- ვინც შეძლებს, იყოს თვითორგანიზებული გუნდის ნაწილი
- ვისაც აქვს ძლიერი ანალიზის უნარი და გამოცდილება
- ვინც ინიციატორია
მნიშვნელოვანია:
- გქონდეს ანალიტიკური საქმიანობის გამოცდილება (შემთხვევის სიღრმისეული კვლევა, ანალიზი, გამოძიება)
- იცნობდე ბაზარზე არსებულ თაღლითურ შემთხვევებს
- გქონდეს ინფორმაციის შეჯამების და პრეზენტაციებთან მუშაობის გამოცდილება
- გქონდეს პროცესებთან მუშაობის გამოცდილება
- თავისუფლად ფლობდე ინგლისურ და რუსულ ენებს
- გქონდეს საფინანსო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
- გქონდეს ახალი სისტემის მარტივად ათვისების უნარი
კარგი იქნება რომ გქონდეს:
- ტექნოლოგიურ სისტემებთან მუშაობის მინიმალური გამოცდილება (შეგეძლოს მარტივი სკრიპტების წაკითხვა მაგალითად: JavaScript).
რას გააკეთებ?
- იმუშავებ ანტი-ფროდ სისტემაში
- შეისწავლი და გააანალიზებ საეჭვო ოპერაციებს
- სიღრმისეული ანალიზის შედეგად მოამზადებ რეკომენდაციებს
- იმუშავებ საერთაშორისო მესამე მხარეებთან
- შეიმუშავებ სფეისსა და მესამე მხარეს შორის ურთიერთობისთვის საჭირო გაიდლაინებს
- შეასრულებ სხვა სამუშაოებს, რაც ფროდ მენეჯმენტის ეფექტური დანერგვისთვის იქნება საჭირო
როგორ დაგვიკავშირდე?
- შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება. *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები

შეუკვეთე სფეის ბარათი
პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.