Agile მწვრთელი

სამუშაოს აღწერა

სფეისის გუნდში ვეძებთ ეჯაილ მწვრთნელს. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული, გიყვარს რთული სისტემების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად  ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

ვის ვეძებთ?

  • თუ ურთიერთობები შენი ძლიერი მხარეა
  • მუდმივად სწავლობ და სხვებსაც უზიარებ ცოდნას
  • ხარ ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
  • არ გეშნია გამოწვევების და სიახლეების
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად
  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი

შენ:

  • იქნები თვითორგანიზებული, ეჯაილ გუნდის ნაწილი
  • ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC)
  • მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
  • იმუშავებ გუნდის სხვა წევრებთან ერთად მომხმარებლებელთა პრობლემების აღმოსაჩენად, გამოსაკვლევად და მოსაგვარებლად, რისთვისაც დაგჭირდება კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი
  • უნდა უზრუნველყო Scrum პროცესის წარმართვა, ყოველდღიური stand-up შეხვედრების, სპრინტის დაგეგმვისა და რეტროსპექტივების დაორგანზიება/ჩატარება
  • იზრუნებ ეჯაილ მეთოდოლოგიის მუდმივ განვითარებასა და გაუმჯობესებაზე იქნები ახალი იდეების და სიახლეების შემომტანი გუნდების ყოველდღიურ საქმიანობაში
  • უზრუნველყოფ სხვადასხვა გუნდების აქტივობების სინქრონიზაციას და საქმიანობის პროცესში, ამ გუნდებს შორის ურთიერთობებისა და რისკების მართვას.
  • დაატრენინგებ გუნდის ახალი წევრების ეჯაილ მეთოდოლოგიაში
  • შეუწყობ ხელს გუნდებს თვითორგანიზებულობის და გუნდურობის შენარჩუნებაში; მუდმივად წაახალისებ გუნდის წარმატებებს;იზრუნებ გუნდის წევრების საქმიანობის მუდმივ გაუმჯობესებაზე და ეფექტურობაზე

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
  • IT მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
როგორ დაგვიკავშირდე?
  • დაინტერესების შემთხვევაში გაიარე რეგისტრაცია - https://space.ge/career/ - ზე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
    *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.