პროგრამული მხარდაჭერის ინჟინერი

სამუშაოს აღწერა

სფეისის გუნდში ვეძებთ პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტს. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება. თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული , გიყვარს რთული სისტემების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად  ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის! თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი, გიყვარს რთული სისტემების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად  ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

ვის ვეძებთ

  • ვეძებთ გამოცდილ თანამშრომელს პროგრამული მხარდაჭერის გუნდში, რომელიც იმუშავებს ღამის საათებში და ექნება პრობლემის/ხარვეზის დამოუკიდებლად გაანალიზების(მოკვლევის) და აღმოფხვრის უნარები.

შენ:

  • იქნები თვითორგანიზებული, ეჯაილ გუნდის ნაწილი
  • შეძლებ მონაცემების დამუშავებას და რეპორტინგს
  • დაგჭირდება მონაცემთა ბაზებთან MS SQL, PostgreSQL მუშაობის გამოცდილება და SQL-ის საფუძვლიანი ცოდნა
  • მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
  • პროგრამული ხარვეზის აღმოჩენისას მოაგვარებ დამოუკიდებლად, ან დააესკალირებ შესაბამის ჯგუფთან და გაუკეთებ შემდგომ მონიტორინგს
  • აუცილებელია კარგად იცოდე ინგლისური და რუსული

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • JavaScript, C# ან სხვა ენაზე პროგრამირების გამოცდილება
  • Corezoid-თან მუშაობის გამოცდილება.
როგორ დაგვიკავშირდე?
  • დაინტერესების შემთხვევაში გაიარე რეგისტრაცია - https://space.ge/career/ - ზე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
    *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.