აპლიკაციის მხარდაჭერის სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა

სფეისის გუნდში ვეძებთ აპლიკაციის მხარდაჭერის სპეციალისტი. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.

ვის ვეძებთ

თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი, გიყვარს რთული სისტემების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

შენ:

  • იქნები თვითორგანიზებული, ეჯაილ გუნდის ნაწილი
  • ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC)
  • მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
  • იმუშავებ გუნდის სხვა წევრებთან ერთად მომხმარებლებელთა პრობლემების აღმოსაჩენად, გამოსაკვლევად და მოსაგვარებლად, რისთვისაც დაგჭირდება კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი
  • პროგრამული ხარვეზის აღმოჩენისას მოაგვარებ დამოუკიდებლად, ან დააესკალირებ შესაბამის ჯგუფთან და გაუკეთებ შემდგომ მონიტორინგს
  • შეძლებ მონაცემების დამუშავებას და რეპორტინგს
  • დაგჭირდება მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება, TSQL-ის და გავრცელებული პროგრამირების ენების ცოდნა: javascript და python
  • კარგი იქნება რომ გქონდეს: Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
როგორ დაგვიკავშირდე?
  • შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება. *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.