Back-End დეველოპერი

სფეისის გუნდში ვეძებთ Back-End დეველოპერს!

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად, ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ

  • თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული Back-End დეველოპერი, გიყვარს რთული სისტემების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

შენ:

  • იქნები თვითორგანიზებული, ეჯაილ გუნდის ნაწილი
  • ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC)
  • მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში

კარგი იქნება, რომ გქონდეს:

  • ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის, ასევე Open Source და კომერციულ გადაწყვეტილებების გარჩევის უნარი, რომ შეძლო, ხარვეზების აღმოჩენა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება
  • ბიზნეს პროექტებში C# .NET-ზე დეველოპმენტის 3+ წლიანი გამოცდილება
  • ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპებისა და Design Pattern-ების ცოდნა
  • SQL server და/ან PostgreSQL რელაციურ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
  • 3-rd Party API-ების ინტეგრაციისა და ბიზნეს პროცესების ორკესტრაციისთვის საჭირო ცოდნა
როგორ დაგვიკავშირდე?
  • შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
    CV_ების მიღების ბოლო ვადაა 16 აგვისტო
    *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.