BI ანალიტიკოსი
სფეისის გუნდში ვეძებთ BI ანალიტიკოსს
ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.
ვის ვეძებთ?
- მას, ვინც არის ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
- ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების, გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
- ვინც შეძლებს, იყოს თვითორგანიზებული გუნდის ნაწილი
სასურველია რომ გქონდეს:
- მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
- SQL პროგრამირების ენის ცოდნა
- მუდმივი თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის მოტივაცია
- BI პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Power BI, Tableau)
- Python / R პროგრამირების ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
შენ შეძლებ:
- დაკვეთების ბიზნეს მიმართულებებიდან მიღებას, გაანალიზებას და შესაბამისი BI მოდელების აგებას, Business Intelligence პროგრამების გამოყენებით
- Dataset-ების მომზადებას ანალიტიკისთვის და მონაცემებზე მანიპულაციას
- ინტერაქციული რეპორტების/დეშბორდების აწყობას
- ამოცანის გადაჭრის ოპტიმალური გზების მოფიქრებას
- მონაცემთა ანალიზს, ტრადიციული და ინოვაციური მიდგომებით
- ანალიტიკური სერვისების მეთოდოლოგიის შესწავლას და განვითარებას
- აუცილებელია, მაღალ დონეზე ფლობდე ინგლისურ და რუსულ ენებს
როგორ დაგვიკავშირდე?
- შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება. *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები

შეუკვეთე სფეის ბარათი
პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.