უფროსი გრაფიკული დიზაინერი
სფეისში ვეძებთ უფროს გრაფიკულ დიზაინერს!
ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.
ვის ვეძებთ? მარკეტინგის გუნდში ველით ახალ წევრს:
- ვისაც არ ეშინია გამოწვევების და ბევრი მუშაობის
- ვისაც უყვარს ადამიანები და მათი დახმარება
- რომელიც არის ენერგიული და მოტივირებული
- აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და არის დაკვირვებული
- მოსწონს სფეისი და უნდა ჩვენთან მუშაობა
რას გააკეთებ?
- იზრუნებ სფეისის ვიზუალის სტილის დაცვასა და მის განვითარებაზე
- გუნდთან ერთად მოიფიქრებ იდეებს სხვადასხვა კონტენტის ვიზუალიზაციისთვის
- მოამზადებ კონტენტს სოციალური ქსელებისთვის და ჩვენი სხვა ციფრული არხებისთვის (Space app, Newsletter…)
- პერიოდულად იმუშავებ ბრენდირებული მასალების დიზაინზე
სასურველია:
- პროფესიონალურ დონეზე იცოდე Photoshop და illustrator
- გქონდეს ციფრულ საკომუნიკაციო კონტენტზე მუშაობის გამოცდილება
- კომფორტულად მუშაობდე ქვემოთ მოცემულ სტილში (საუკეთესო შემთხვევაში, თან მოგწონდეს)
როგორ დაგვიკავშირდე?
- გამოგვიგზავნე CV და შენი პორტფოლიო მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე „უფროსი გრაფიკული დიზაინერი“
- რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით

შეუკვეთე სფეის ბარათი
პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.