დევოფს სისტემური ინჟინერი

სფეისის გუნდში ვეძებთ დევოფს სისტემურ ინჟინერს!

სფეისის გუნდში ვეძებთ უფროს DevOps სისტემურ ინჟინერს. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ

თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული, გიყვარს რთული სისტემების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის! შენი ამოცანა იქნება ბანკის ინფრასტრუქტურის სხვადასხვა კომპონენტის დანერგვა, კონფიგურაცია და მონიტორინგი.

პოზიციისთვის სასურველია შეგეძლოს:

  • AWS ინფრასტუქტურის მართვა
  • Kubernetes კლასტერის მართვა
  • მონაცემთა ბაზების მართვა: Microsoft SQL Server, Oracle Database, PostgeSQL
  • ოპერაციული სისტემის ადმინისტრირება: Redhat-ის ოჯახის Linux, Microsoft Windows
  • მონიტორინგის სისტემა: Zabbix ან Nagios

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობას
  • ინდუსტრიის Best Practice-ების გამოყენებას
  • საერთაშორისო პროექტზე მუშაობას
  • პროფესიულ ზრდას საუკეთესო გუნდთან ერთად

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ბანკში ან ფინანსურ ორგანიზაციაში ჩაითვლება უპირატესობად) ისეთ პოზიციებზე როგორებიცაა დევოფს ინჟინერი /სისტემური ინჟინერი/ IT ინფრასტრუქტურა/ქსელური ინჟინერი/ მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი, VMware ადმინისტრატორი
როგორ დაგვიკავშირდე?
  • შეავსე აპლიკაცია ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
  • *გაითვალისწინე, რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.

შეუკვეთე სფეის ბარათი

მიიღე ბარათი სრულიად უფასოდ, ნებისმიერ ადგილას.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.