უფროსი ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.

ჩვენ გეძებთ თუ ხარ

უფროსი ციფრული მარკეტინგის მენეჯერი ხარ ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი თუ არ გეშინია ექსპერიმენტების, გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის თუ ხარ სპეციალიზებული ციფრული რეკლამის მიმართულებით, გაქვს ზოგადი წარმოდგენა არსებულ ციფრული არხებზე და მათი შესაძლებლობების შესახებ (SEO, იმეილ მარკეტინგი, სოც. მედია) და გაქვს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით

რას გააკეთებ?

  • ციფრული მარკეტინგის გუნდთან ერთად შექმნი ლოკალური და საერთაშორისო ბაზრისთვის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიას
  • დაგეგმავ და მონიტორინგს გაუკეთებ კამპანიების სოც. მედია არხებში (Facebook, Instagram, Google Ads)
  • გაუშვებ ონლაინ სარეკლამო კამპანიებს Google Ads და Facebook სარეკლამო პლატფორმის მეშვეობით
  • აქტიურად ჩაერთვები მარკეტინგის გუნდთან ერთად სარეკლამო კონტენტის შექმნის პროცესში
  • გაზომავ ციფრული აქტივობების წარმატებას, გამოიყენებ სხვადასხვა ანალიტიკურ პლატფორმას (FB Analytics, Google Analytics, Firebase, Mixpanel) და გააკეთებ შედეგების რეპორტინგის
  • მუდმივად იქნები ინდუსტრიის სიახლეების ცენტრში

კანდიდატების განხილვისას უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება:

  • იმეილ მარკეტინგის და ავტომატიზაციის მართვაში
  • SEO / SEM -ში
  • უშუალოდ კონტენტის შექმნა, დიზაინერთან მუშაობა და Copywriting
როგორ დაგვიკავშირდე?
  • შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
  • *გაითვალისწინე, რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.