სფეისის სტაჟიორები

სფეისური ოდისეა

როგორც ყველა კოსმიურ ოდისეაში, აქაც გვაქვს ათვლის წერტილი, მაგრამ ეს მოგზაურობა განსხვავდება იმათგან, რაც ბევრჯერ გინახავს ფილმში ან წაგიკითხავს წიგნში. ეს ისტორია კოსმოსის შიგნით არსებულ მიკრო-კოსმოსზე - სფეისზეა, რომელიც ყოველდღიურობაში უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ის, დიდი. თუ გინდა შენც შემოუერთდე ამ თავგადასავალს, მოკლედ გაგაცნობთ პირველ სრულად ციფრულ ბანკს საქართველოში - სფეისს.

დიდი აფეთქება - ანუ, როგორ დაიბადა სფეისი

ერთ დღესაც დიდი აფეთქება მოხდა (თიბისი ბანკის რამდენიმე თანამშრომლის ტვინში) და გაჩნდა კითხვა - რატომ არ შეიძლება ბანკინგიც ისეთივე მარტივი იყოს, როგორც ინსტაგრამის სქროლვა ან საჭმლის შეკვეთა? ასე დაიბადა სფეისის შექმნის იდეა და საქართველოში ყველაზე მასშტაბური ფინტექ პროექტიც დაიწყო. ეს იყო 2018 წელი.
დღეს სფეისი ყველაზე დიდი ქართული ფინტექ კომპანიაა, რომელმაც თავისი ხომალდი 2020 წელს უზბეკეთის ბაზარზეც დასვა.
სფეისი ფუნქციონირებს სრულად ღრუბლოვანი (cloud based) IT სისტემების გამოყენებით. ჩვენი გუნდისთვის დიდი გამოწვევაა საერთაშორისო პროექტის მართვა საქართველოდან, ამიტომ გუნდს ვაძლიერებთ პროფესიონალებით. ამჯერად სფეისში რამდენიმე მიმართულებით გვაქვს ვაკანსია. ვარჩევთ სტაჟიორებს და ჯუნიორ თანამშრომლებს.

სფეისის კულტურა - ანუ, როგორები ვართ

სფეისის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა გუნდში კულტურის არსებობა და ამ კულტურის შესაბამისი ხალხის შემოკრებაა. საერთო პრინციპები, ფილოსოფია და მრწამსი - ეს იმ ელემენტთა ერთობლიობაა, რომელიც სფეისის წარმატებას განსაზღვრავს. სფეისის კულტურა ორ ძირითად კომპონენტად იყოფა: თავმდაბლობა და გამბედაობა

რას გულისხმობს თავმდაბლობა?

ისეთი კითხვების დასმას, როგორიცაა მაგალითად: როგორ შეიძლება, კიდევ უფრო უკეთესი გახდე? შემდეგ კი სწორი პასუხების ძიება და მათზე მუშაობა. საკუთარი წარმატების ზეიმი, თუმცა ახალი გამოწვევებისთვის მუდმივი მზადყოფნა, ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა და გათვალისწინება საკუთარ ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების სხვა თანაგუნდელებისთვის სიახარულით გაზიარება, საერთო საქმისადმი პასუხისმგელობის გრძნობა და სხვების დროის დაფასება.

რას გულისხმობს გამბედაობა?

მიმართულებების ლიდები დავალებების ნაცვლად, მიმართულებებისა და რჩევების მიმცემები არიან. თავის საქმეში ყველა დამოუკიდებელია. შეცდომების დაშვება პრობლემას არ წარმოადგენს, ინიციატივების არ ქონა და გადაწყვეტილებების არმიღება - კი. წახალისებულია ექსპერიმენტები და ცოტა წარმოუდგენელი, გიჟური იდეების განხორციელებაც მოსულა.

თუ თვლი, რომ ასეთი ხარ - welcome on board!

სფეისში სტაჟირების პროგრამები გულისხმობს ცოდნის და გამოცდილების აქტიურად გაზიარებას. სტაჟიორები რეალურ პროექტზე მუშაობით იღებენ სამუშაო გამოცდილებას. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდგომ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გააგრძელონ მუშაობა სფეისში.
სტაჟირების ხანგრძლოვობა - 6 თვე
სტაჟირების მიზანი: ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობა

DevOps სისტემური ინჟინერია
გექნება შესაძლებლობა რომ გაეცნო:

  • სფეისის ინფრასტრუქტურის კომპონენტებს
  • მონაცემთა ბაზებს
  • ოპერაციულ და მონიტორინგის სისტემებს

ინფორმაციული უსაფრთხოება
გექნება შესაძლებლობა რომ გაეცნო:

  • DLP და უსაფრთხოების სხვა სისტემების მუშაობის პრინციპებს
  • სინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლის დიზაინს
  • Cloud პლათორმების მუშაობის პრინციპებს
  • ინფორმაციული უსაფრთხოების შიდა და გარე პროცედურების განსაზღვრის და პროცესების მართვის სქემებს

IOS დეველოპმენტი
გექნება შესაძლებლობა რომ გაეცნო:

  • პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის პრინციპებს
  • Swift პროგრამირების ენას
  • პროგრამირების პარადიგმებს
  • დატა სტრუქტურებს
  • ობიექტზე ოპრიენტირებულ პროგრამირებას

Android დეველოპმენტი
გექნება შესაძლებლობა რომ გაეცნო:

  • პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის პრინციპებს
  • Kotlin-ს
  • Java-ს
სტაჟირების შემდეგ შეძლებ:
  • გამოიყენო feature AP პრაქტიკულ მაგალითებში
  • გააკეთო საშუალო სირთულის პროექტები Kotlin- ის გამოყენებით
  • შექმნა ობიექტზე ორიენტირებული დიზაინი

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.