Javascript დეველოპერი CRM გუნდში

სამუშაოს აღწერა

სფეისის CRM-ის გუნდში ვეძებთ Javascript დეველოპერს. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ

  • თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული Back-End დეველოპერი, გიყვარს რთული სისტემების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

შენ:

  • იქნები თვითორგანიზებული, ეჯაილ გუნდის ნაწილი
  • ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC)
  • მოგიწევს CRM (Creatio , SalesForce)-თან მუშაობა, პროდუქტის განვითარება
  • მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაშ
  • დაგჭირდება კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, ასევე Open Source და კომერციულ გადაწყვეტილებების გარჩევა, რომ შეძლო, ხარვეზების აღმოჩენა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება
  • უნდა გქონდეს ბიზნეს პროექტებში JavaScript დეველოპმენტის 2+ წლიანი გამოცდილება
  • დაგჭირდება ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპებისა და Design Pattern-ების ცოდნა
  • გამოგადგება SQL server და/ან PostgreSQL რელაციურ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება 😊
  • გააკეთებ 3-rd Party API-ების ინტეგრაციას და ბიზნეს პროცესების ორკესტრაცია

როგორ დაგვიკავშირდე?

  • შეავსე აპლიკაცია აქვე ან გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
    *რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდები
კარგი იქნება რომ გქონდეს:
  • API და ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება http პროტოკოლით
  • Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
  • UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება
  • ასინქრონული პროგრამირების გამოცდილება, როგორიცაა Rabbit MQ, MSMQ და სხვა, ჩაითვლება უპირატესობად

შეუკვეთე სფეის ბარათი

პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.